14.9.12

საგრანტო კონკურსი საარჩევნო თემატიკაზე


საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთობლივი პარტნიორობით, "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება" პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურობის ზრდას, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას/ორგანიზებას.

საგრანტო თემატიკა: საზოგადოების ინფორმირების კამპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე: http://www.electionreforms.ge

13.9.12

მცირე გრანტების კონკურსი




მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 8 ოქტომბერი.
 
კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ დაფინანსება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში.  
 
საკონკურსო თემები
 
1. ბიზნეს სექტორის ჩართვა ახალგაზრდებისათვის აქტიური პრობლემების მოგვარებაში;
2. ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გაშუქების მიზნით;
3. სკოლის თუ თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით;
4. მოსწავლეთა თვითმმართველობის და / ან სასკოლო სამოქალაქო კლუბების გაძლიერება; 
5. ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
6. ადამიანთა უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
7. სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
8. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების პირები, იძულებით გადაადგილებულნი და ა.შ.)
9. ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება/ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ;
10. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

7.9.12

ახალგაზრდული პროექტი მესტიაში

მესტიაში ხორციელდება ახალგაზრდული პროექტი  "დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს. სოფლის განვითარება მეწარმეობის გზით”.
პროექტი დაიწყო 6 სექტემბერს. პროექტში მონაწილეობენ ახალაგზრდები ესტონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინადან და საქართველოდან. საქართველოს ჯგუფს წარმოადგენენ ზემო სვანეთის ახალაგზრდები: ნიკოლოზ ფალიანი, სერგო ბარლიანი, ლონდა საბანიძე და ნინო შამფრიანი. ასევე მონაწილეობენ თინათინ ღვინიაშილი (ჯგუფის ლიდერი) და თეა მხეიძე.

პროექტი მოიცავს სემინარებს და ვორქშოფებს მეწარმეობის და ბიზნესის განვითარების საკითხებზე, ერთმანეთის კულტურების გაცნობასა და ახალაგაზრდების  დაახლოებას, გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებს.
პროექტს ახორციელებს ესტონური ორგანიზაცია ,,Sphere”. პროექტის პარტნიორი და საქართველოში მასპინძელი ორგანიზაციაა კონსულტაციისა დატრენინგის ცენტრი CTC . პროექტი დასრულდება 11 სექტემბერს. 

6.8.12

საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდებისთვის

,,თანატოლთა განათლება ტრეფიკინგის პრევენციისთვის - საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის" . 
პროექტს ახორციელებს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“.

ბანაკის ჩატარების ადგილი:  დაბა ბაკურიანი

ბანაკის ჩატარების დრო :  17-22 აგვისტო.

საზაფხულო ბანაკი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ტრეფიკინგის პრევენციის საკითხებში ინფორმაციის მიწოდებას და საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარებას, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ტრეფიკინგის პრევენციის ცენტრებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები 18-25 წლამდე, სულ 24 მონაწილე. 

სამუშაო ენა - ქართული.

პროექტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ შეამოწმეთ მიბმული ლინკი და დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 10 აგვისტოსა.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით :
პროექტის კოორდინატორი: ლეილა ტევონიანი
ელ. ფოსტა : leila@droni.org
ტელ: 598 696813

3.8.12

სასწავლო ტური

2012 წლის 25-27 ივლისს CTC-ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით“ ფარგლებში ჩატარდა სასწავლო ტური საქართველოში ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში. 

სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღო ზემო სვანეთის 7 სკოლის , მესტიის N2, ლატალის,ფარის , მაზერის, ბეჩოს, ეცერის და ჭუბერის  15 მა წარმომადგენელმა,3 პედაგოგი,  12 ახალგაზრდა გამარჯვებული CTC-ის მიკრო საგრანტო კონკურსში.

სასწავლო ტურის მიზანი იყო  ზემო სვანეთის სკოლების პედაგოგებს და ახალგაზრდებს გაეცნოთ ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილება, საქმიანობები, რათა უკეთ გაეაზრათ და დაეგეგმათ , რისი გაკეთება შეუძლიათ საკუთარ თემში და სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში.

სასწავლო ტურის პროგრამა მოიცავდა ორგანიზაციების მონახულებას, პრეზენტაციებს, დისკუსიებს, ისტორიულ და კულტურული ადგილების მონახულებას ქალაქებში: ზუგდიდში , ბათუმში, ოზურგეთსა და ქუთაისში.

სასწავლო ტურის ფოტოები იხილეთ CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის გვერდზე : https://www.facebook.com/media/set/?

15.7.12

2012 წლის მცირე გრანტების კონკურსი მოხალისეობის ხელშეწყობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საგრანტო კონკურსის ფარგლებში იღებს განაცხადებს საქართველოს ახლად შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მხარდასაჭერად. საგრანტო კონკურსი მიმართულია ახლად დაარსებული სსო-ების ორგანიზაციული გაძლიერებისაკენ რათა გაზარდოს მათი ეფექტური და მდგრადი ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადგილობრივი თემების პრობლემების მოსაგვარებლად. კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს სსო-ების მიერ კონკრეტულ თემებზე მოხალისეების მობილიზაციის უნარი, რათა მიაღწიოს დადებით საზოგადოებრივ ცვლილებებს და საქართველოში განავითაროს მოხალისეობის კულტურა და პრაქტიკა.
კონკურსით გათვალისწინებულია 5 (ხუთი) ყველაზე წარმატებული პროექტის დაფინანსება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტზე შეადგენს 4,000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში; პროექტის ღონისძიებების ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე.
განაცხადის წარდგენის პროცედურა
განმცხადებლებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• პროექტის 1 დედანი და ხუთი (5) ასლი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის შედგენის ინსტრუქციების თანახმად. თუ პროექტი მოწონებული იქნა დაფინანსებისათვის, განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს მისი თარგმნა ინგლისურ ენაზე;
• დეტალური და ფუნქტობრივად გაწერილი ბიუჯეტი, ევრაზიის ფონდის პროექტის შედგენის ინსტრუქციების შესაბამისად;
საკონტაქტო ინფორმაცია
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისამართია ი.ჭავჭავაძის გამზ., 29-31-33, თბილისი, 0179, საქართველო.
ტელეფონი/ფაქსი: 225 39 42; 225 39 43; 225 27 82.
ამ კონკურსის საკონტაქტო პირი არის პროგრამის ასისტენტი მარიანა ხალათიანი mkhalatyan@epfound.ge
კონკურსის ვადა
განცხადებების შემოტანის ბოლო ვადა:, 2012 წლის 14 სექტემბერი, 18:00 (თბილისის დროით)
კონკურში გამარჯვებულთა გამოცხადება: 2012 წლის 15 ოქტომბერი
სრული განცხადების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან:
სრული განცხადება (184.22 KBytes)

4.7.12

კონკურსი სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად მესტიის რაიონის ახალგაზრდებისთვის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის



სასწავლო ტური: საქართველოში ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება.
 
თარიღი: 25 – 27 ივლისი, 2012
სასწავლო ტურის პროგრამაში შედის ორგანიზაციების მონახულება, პრეზენტაციები, დისკუსიები, ისტორიული და კულტურული ადგილების მონახულება ქალაქებში: 
ქალაქი
ორგანიზაცია
ზუგდიდი
  • ათინათი
  • სამოქალაქო განათლების კლუბები
  • ცენტრი აფხაზეთი
ბათუმი
  •  ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი
  • ·სამოქალაქო განათლების კლუბები

ღამისთევა ქობულეთში
ოზურგეთი
  • ახალგაზრდა პედაგოგთა ასოციაცია
  • სამოქალაქო განათლების კლუბები
  • · სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

ღამისთევა ქუთაისში
ქუთაის
  •  განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი/სამოქალაქო განათლების კლუბები  საია (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია)
მიზანი: ზემო სვანეთის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და ახალგაზრდებმა გაიცნონ ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილება, საქმიანობები, რათა უკეთ გაიაზრონ და დაგეგმონ, რისი გაკეთება შეუძლიათ თავად საკუთარ თემში და სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში.
ორგანიზატორი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (СTC), პროექტის ,,სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით” ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
  • მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს CTC-ის მიერ ორგანიზებულ და მესტიის განათლების რესურს ცენტრის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.
  • ზემო სვანეთის ახალგაზრდებს, ვინც მონაწილეობა მიიღო CTC-ის საგრანტო კონკურსში.

რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობისთვის:
·      სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა უნდა წარმოადგინონ
  1. ცნობა სკოლიდან
  2. კლუბში განხორციელებული საქმიანობის ჩამონათვალი და მოკლე აღწერა.
  3. 2012-2013 სასწავლო წლის პირველ სემესტრში განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა.
·      ახალგაზრდებმა უნდა წარმოადგინონ
  1. მოკლე ბიოგრაფია და აღწერა რომელ პროექტში მიიღეს მონაწილეობა CTC-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
  2.  გეგმა, როგორ გაუზიარებენ CTC-ის მიერ დაგეგმილი აქტივობებიდან (ტრენინგი, საგრანტო კონკურსი, სასწავლო ტური) მიღებულ ცოდნას ზემო სვანეთის ახალგაზრდებს (მაგ: აგვისტოში ჩავატარებთ საინფორმაციო შეხვედრას, სექტემბრის პირველ ნახევარში სემინარს პროექტის წერაზე, სექტემბერი-ოქტომბერში მივეხმარები ჯგუფს იდეების დამუშავებაში, ოქტომბერში დავეხმარები 2-3 ჯგუფს მცირე საგრანტო პროექტების წერაში  ან სხვა...).
  3.  წერილობითი ნებართვა ოჯახიდან, სასწავლო ტურში მონაწილეობაზე.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა საჭირო დოკუმენტები 2012 წლის 12 ივლისის დღის ბოლომდე უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე: pavle.tvaliashvili@ctc.org.ge ან მიიტანოთ CTC-ის მესტიის ოფისში (თამარ მეფის #56).

პროგრამა დაფინანსებულია!! 
კონკურში გამარჯვებულ 14-15 მონაწილეს დაუფინანსდება:
  • მგზავრობა (დაქირავებული მიკროავტობუსით)
  •  სასტუმროში ცხოვრება და კვება (საღამოს და დილას)
  • ღონისძიებებში მონაწილეობა (მასპინძელ ორგანიზაციებში)
  • ჯიბის ფული (საკუთარი შეხედულებისამებრ სახარჯად: კვება, პირადი ჰიგიენის ნივთები, სხვა...) 







საკონტაქტო პირი: ია გურჩიანი
ტელ:  598 58 59 13