16.9.12
ტრენინგი ლიტვაში
პროექტი ,,ცოდნითა და გამოცდილებით ახალი შესაძლებლობებისაკენ 2012"
იმართება ლიტვაში 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. ტრენინგი
დაფინანსებულია ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში
,,ახალგაზრდები მოქმედებაში". საერთაშორისო სემინარის ორგანიზატორია
,,ახალგაზრდა ჯარისკაცთა სკოლა" და „სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული ცენტრი". ლიტველ ახალგაზრდებთან ერთად პროექტში მონაწილეობას
მიიღებენ მოზარდები უკრაინიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან, თითოეული
ქვეყნიდან 12 მონაწილე.
პროექტი ითვალისწინებს დისკუსიებს, როლურ თამაშებს, პრეზენტაციებს, სპორტულ ღონისძიებებს, კულტურულ საღამოებსა და გარემოს დაცვით აქტივობებს. ახალგაზრდები, ასევე, ესტუმრებიან ფოლკლორისა და ეთნოგრაფიულ მუზეუმებს.
მონაწილეთა შერჩევას საქართველოდან ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი".
თუ ხარ 14-დან 19 წლამდე აქტიური ახალგაზრდა და ფლობ ინგლისურ ენას სალაპარაკო დონეზე, გამოგზავნე CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე igiorbelidze@cync.ge არაუგვიანეს 20 სექტემბრისა.
შენიშვნა: პროექტში მონაწილეობის ყველა ხარჯი დაფარულია პროგრამის მიერ, პროექტში მონაწილე იხდის მხოლოდ თბილისი-ვილნიუსი-თბილისი მგზავრობის 30%-ს.

14.9.12
მუზეუმების თემატიკასთან დაკავშირებულ მასტერ კლასები
“კულტურის ახალი სიცოცხლე: ხელოვნება ასაზრდოებს მემკვიდრეობას”
ყველა ხარჯი დაკავშირებული ტრანსპორტთან, საცხოვრებელთან, კვებასთან დაფარული იქნება ორგანიზატირების მიერ.
ვიწვევთ კრეატიულ ახალგაზრდებს სამხრეთ უკრაინიდან (ხერსონი, ნიკოლაევი,
ოდესა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა), საქართველოდან და სომხეთიდან
მუზეუმების თემატიკასთან დაკავშირებულ მასტერ კლასებში მონაწილეობის
მისაღებად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა არა მარტო ამ სამი ქვეყნის
კულტურის შესასწავლად, არამედ მონაწილეთა კრეატიული იდეების
განსავითარებლად სამუზეუმო სფეროში.
7 ვორქშოფი ჩატარდება სამ
ქვეყანაში 2012 წლის სექტემბერსა და 2013 წლის მაისში. მონაწილეთა ჯგუფები
ყოველი მასტერ კლასის პერიოდში იქნება სხვადასხვა, თუმცა მულტიკულტურული.
თითოეული მასტერ კლასი ჩატარდება 10 დღის განმავლობაში და მთავარი შედეგი
იქნება საჯარო პრეზენტაცია იდეებისა და კრეატიული პროექტების შესახებ,
რომლებიც განხორციელებული იქნება მონაწილეთა მიერ.
მონაწილეთა ასაკი: 18-35 წელი
მონაწილეები შეირჩევიან კომპეტენციის მიხედვით.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, წარმოადგინეთ
კრეატიული ესსე თემაზე „მივედი მუზეუმში და...“ და შეავსეთ თქვენი
პორტფოლიო (თქვენი კრეატიული სამუშაოს მაგალითები)
თარიღი: სექტემბერი 2012 – მარტი 2013.
შერჩეული მონაწილეები მიიღებენ მასტერ კლასების გრაფიკს
სააპლიკაციო ფორმა და მასალები მიიღება 2012 წლის 15 სექტემბრამდე
შეგვეხმიანეთ!!!
საგრანტო კონკურსს საქართველოს რეგიონებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის
ფონდი "ღია
საზოგადოება - საქართველო"-ს სამოქალაქო საზოგადოების
მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს რეგიონებში
მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, მათი ევროინტეგრაციის პროცესსა
და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ეროვნული პლატფორმის http://www.eap-csf.eu/ მუშაობაში
აქტიურად ჩართვის მიზნით.
პრობლემის განსაზღვრა:
"აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ორმხრივი ურთიერთობის ეს ფორმატი მოიცავს, როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ურთიერთქმედებას ევროინტეგრაციის გაღრმავებისა და შედეგიანობის უზრუნველყოფისთვის. საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებፊ ს ქსელი, რომელიც ამჟამად 114 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ჩამოყალიბდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის სახით. თუმცა პლატფორმაში ჩართული ორგანიზაციების გეოგრაფიული წარმომადგენლობა (მათი აბსოლუტური უმრავლესობა თბილისში მოქმედი ორგანიზაციებია) არ იძლევა საქართველოს რეგიონების სრულად მოცვის საშუალებას.
საქართველოს რეგიონების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვისა და ადგილობრივ დონეზე ამ პროცესის მონიტორინგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რეგიონული ორგანიზაციების ეროვნულ პლატფორმაში მონაწილეობის და გააქტიურების ხელშეწყობა. ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო" აცხადებს საგრანტო კონკურსს, რათა მხარი დაუჭიროს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ევრო კავშირ-საქართველოს თანამშრომლობის და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფორმატის შესახებ ცოდნის ამაღლებას და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ადგილებზე საქმიანობის განხორციელებას.
კონკურსის მიზანი:
ევროინტეგრაციის საკითხებში გამოცდილ რეგიონულ და დედაქალაქში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" თემების მიხედვით თანამშრომლობის მხარდაჭერა და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში რეგიონული ორგანიზაციებისთვის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა.
კონკურსის ამოცანები:
საპროექტო განაცხადი მხარს უნდა უჭერდეს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციების კომპეტენციების გაზრდას აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე და ეროვნული პლატფორმის საქმიანობებში ჩართვას. მაგალითად:
** რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცოდნის ამაღლება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ;
** ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფებში (ეროვნულ პლატფორმაში არის ოთხი სამუშაო ჯგუფი: 1. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა; 2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოება; ** გარემოს დაცვა, კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთხოება; 4. ხალხთა შორის კონტაქტები) რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და თፊ მატური საკითხების განხილვაში მონაწილეობა;
** რეგიონებში ახალგაზრდების მონაწილეობით დებატების მოწყობა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე (ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს სადებატო საკითხების ჩამონათვალი და ინფორმაცია დებატების ფორმატის შესახებ);
** ევროინტეგრაციის საკითხებზე ტელე და რადიო დისკუსიების მომზადება და გაშვება რეგიონული რადიო/ტელევიზიებით; ასევე რეგიონულ ბეჭდურ მედიაში აღნიშნულ საკითხზე პუბლიკაციების მომზადება;
** რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ მოახდინონ ეფექტური კომუნიკაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან;
** რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადგილზე ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მონიტორინგი (2011-2013 ეროვნული ინდიკატორული პროგრამით http://ec.europa.eu/world/enp/pdf/country/2011_enpi_nip_georgia_en.pdf გათვალისწინებული რეგიონული განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში);
** მთავრობის შესაბამის უწყებებთან (სამინისტროები თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის შექმნა.
საპროექტო განაცხადები უნდა მოიცავდეს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფებისთვის აქტუალურ საკითხებს.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ და საქართველოს რეგიონებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. კონკურსი ღიაა განაცხადში მითითებული თემების მიხედვით საქმიანობის სათანადო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათ შორის მათთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ეროვნული პლატფორმის წევრებს, მაგრამ მის განვითარებაში წვლილის Ⴭ ეტანა სურთ.
საკონკურსო განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცის, ისე კოალიციის მიერ. პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 12 თვეზე. ინდივიდუალურ პროექტზე ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 აშშ დოლარს, ხოლო კოალიციურ პროექტზე 20 000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოፊ უმენტაცია პროექტს თან უნდა ერთვოდეს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით (http://www.osgf.ge/?l=1&i=326);
** პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
** სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
** განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში.
განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" (ჭოველიძის ქ. 10) 2012 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით ყოველ დღე 16:00 საათამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.
კონსულტაციები:
დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება 2012 წლის 13 სექტემბრიდან - 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ხუთშაბათს 16:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს (32) 225 04 63
საკონტაქტო პირი: ვანო ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი.
ელ.ფოსტა: ivane@osgf.ge

საგრანტო კონკურსი საარჩევნო თემატიკაზე
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთობლივი პარტნიორობით, "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება" პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურობის ზრდას, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას/ორგანიზებას.
საგრანტო თემატიკა: საზოგადოების ინფორმირების კამპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე: http://www.electionreforms.ge
13.9.12
მცირე გრანტების კონკურსი
მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 8 ოქტომბერი.
კონკურსში
უპირატესობა
მიენიჭებათ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ დაფინანსება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში.
საკონკურსო
თემები
1. ბიზნეს სექტორის ჩართვა ახალგაზრდებისათვის აქტიური პრობლემების მოგვარებაში;
2. ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გაშუქების მიზნით;
3. სკოლის თუ თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით;
4. მოსწავლეთა თვითმმართველობის და / ან სასკოლო სამოქალაქო კლუბების გაძლიერება;
5. ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
6. ადამიანთა უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
7. სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
8. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების პირები, იძულებით გადაადგილებულნი და ა.შ.)
9. ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება/ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ;
10. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. 7.9.12
ახალგაზრდული პროექტი მესტიაში
პროექტი დაიწყო 6 სექტემბერს. პროექტში მონაწილეობენ ახალაგზრდები ესტონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინადან და საქართველოდან. საქართველოს
ჯგუფს წარმოადგენენ ზემო სვანეთის ახალაგზრდები: ნიკოლოზ
ფალიანი, სერგო ბარლიანი, ლონდა საბანიძე და ნინო შამფრიანი. ასევე მონაწილეობენ თინათინ
ღვინიაშილი (ჯგუფის ლიდერი) და თეა მხეიძე.
პროექტი მოიცავს სემინარებს და ვორქშოფებს მეწარმეობის და ბიზნესის განვითარების საკითხებზე, ერთმანეთის კულტურების გაცნობასა და ახალაგაზრდების დაახლოებას, გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებს.
პროექტს ახორციელებს ესტონური ორგანიზაცია ,,Sphere”. პროექტის
პარტნიორი და საქართველოში მასპინძელი ორგანიზაციაა კონსულტაციისა დატრენინგის ცენტრი
CTC . პროექტი
დასრულდება 11 სექტემბერს.
Subscribe to:
Posts (Atom)