21.12.11

ტრენინგი სოციალურ მედიაში

გამოცხადდა ტრენინგი სოციალურ მედიაში და ბლოგის შექმნაში ზემო სვანეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის.

ტრენინგის მიზანი: ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საინიციატივო ჯგუფებმა შეძლონ საკუთარი ორგანიზაციის მარტივი ინტერნეტ გვერდის (ბლოგის) შექმნა. ეს დაეხმარება მათ, გაავრცელონ ინფორმაცია, მოიძიონ პარტნიორები და დაინტერესბული პირები.

ორგანიზატორი: СTC , პროექტის ,,სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერბის მეშვეობით” ფარგლებში.

ვის შეუძლია მონაწილეობა: მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებიდან ერთ ან ორ წარმომადგენელს (შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებელ პირებს. შეიძლება ორივეზე პასუხისმგებელი იყოს ერთი ადამიანი).

რა არის საჭირო მონაწილეობისთვის: ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ ამ ლინკზე) 2011 წლის 22 დეკემბრის დღის ბოლომდე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: pavle.tvaliashvili@ctc.org.ge . მონაწილეობა დაფინანსებულია ზემო სვანეთში СTC -ის პროექტის ფარგლებში.

20.12.11

კონსულტაცია საპროექტო განაცხადების შევსებასთან დაკავშირებით

თუ ხარ ახალგაზრდა და ხარ წარმოშობით ზემო სვანეთიდან, თუ გაქვს იდეები და გსურს მათი განხორციელება, ან თუ ჯერ არ გაქვს იდეა, მაგრამ გინდა იმოქმედო, მაშინ მოდი შეხვედრაზე.

CTC –ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით” ფარგლებში გამოცხადებულია მიკრო საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის. დაფინანსდება დაახლოებით 8 პროექტი. საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2012 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.

22 დეკემბერს გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც განხილული იქნება როგორ უნდა შეივსოს საპროექტო განაცხადის ფორმა, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რა შემთხვევაში არ დაფინანსდება პროექტი. მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ პასუხები საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია 22 დეკემბრის 14:00 საათამდე. მოგვწერე შენი სახელი და გვარი სმს-ით ნომერზე 598 58 59 13, ან ელ-ფოსტაზე: ia.gurchiani@gmail.com .

შეხვედრის დრო და თარიღი:

17:00 საათი, 2011 წლის 22 დეკემბერი.

შეხვედრის ადგილი:

CTC -ის თბილისის ოფისი. ალ. ყაზბეგის გამზირი #34 ა, ნაკვეთი 3.

საკონტაქტო პირი: ია გურჩიანი, განათლების და ახალგაზრდული კომპონენტის კოორდინატორი, ტელ: 598 58 59 13, e-mail: ia.gurchiani@gmail.com

9.12.11

საგრანტო კონკურსი სვანეთის ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის

2012 წლისთვის გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი სვანეთის ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის. იხილეთ საპროექტო განაცხადის ფორმა

2012 წლის საკონკურსო პირობები ახალგაზრდული მიკრო-გრანტებისთვის

ახალგაზრდების მონაწილეობა თემის პრობლემების მოგვარებაში

პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მიკრო-გრანტების კონკურსი მოიცავს ახალგაზრდული სათემო ინიციატივების მხარდაჭერას და ახალგაზრდების წინაშე თემში არსებული პრობლემების დაძლევის ხელშეწყობას।

2012 წელს გრანტის ოდენობა განისაზღვრება მაქსიმუმ 550 ლარი თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე.

კონკურში მონაწილეობა და მცირე-პროექტების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის ახალგაზრდულ ჯგუფს (მინიმუმ 5 შემსრულებელი ახალგაზრდა, პროექტის დირექტორი 18 წლის მაინც უნდა იყოს).

კონკურსის ძირითადი პირობები:

· მიკრო-პროექტი უნდა განხორციელდეს მესტიის მუნიციპალიტეტში

· მიკრო-პროექტმა სარგებელი უნდა მისცეს არაერთ ოჯახს ან პირს

· საპროექტო განაცხადის ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელს საშუალება ექნება წინასწარ დაესწროს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგს;

· განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტული ფორმით.

· დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის/ჯგუფის მიერ ორი ან მეტი განაცხადის შემოტანა.

· ერთი პირი არ უნდა იყოს რამდენიმე სამუშაო ჯგუფში (თუმცა ღონისძიებების მონაწილე შეუძლია იყოს)

· კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს მესტიის რესურს-ცენტრში ან CTC-ის ოფისში თბილისში.

· საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

შესაძლო აქტივობების მაგალითები

პროექტის ფარგლებში შესაძლოა მიზნიდან გამომდინარე შესრულდეს სხვადასხვა აქტივობები (გთვავაზობთ არასრულ სიას, აქტივობების ტიპები და სახეები შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩამოთვლილისგან):

· დისკუსიები

· დებატები

· აქციები

· ღონისძიების მოწყობა (ეკოლოგიური, კულტურული...);

· გამოფენა პრობლემატურ ტემებზე: ნახატების, ფოტოების და ა.შ.;

· ტურნირის ჩატარება;

· კულტურული ან მასობრივი ღონისძიების მოწყობა პრობლემატური თემის ირგვლივ;

· ტრენინგის, კონფერენციის, შეხვედრის ორგანიზება-ჩატარება;

· მცირე გამოცემა პრობლემატურ საკითხზე (ბუკლეტი, გაზეთი, ბროშურა, კრებული...)

ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები (ანტინარკოტიკული, ანტისიგარეტის...)

არ დაფინანსდება !!!!

· არ დაფინანსდება მიკრო-პროექტის მომზადებისა და განხორციელების განმავლობაში გაწეული ფიზიკური ან ინტელექტუალური შრომა (ხელფასები);

· არ დაფინანსდება მკურნალობის/მედიკამენტების ხარჯები;

· არ დაფინანსდება სწავლის ხარჯები;

· არ დაფინანსდება ტურისტული მოგზაურობა;

· მიკრო-პროექტის თანხა არ შეიძლება გადაეცეს ერთ ფიზიკურ პირს საქმიანობების განსახორციელებლად;

· არ დაფინანსდება ბიზნეს (მოგებაზე ორიენტირებული) პროექტები.

· ერთი ადამიანის შემოქმედებითი ნაშრომის გამოცემა.

· 5 ადამიანზე ნაკლები შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი.

საპროექტო წინადადების შემუშავება და წარდგენა უნდა მოხდეს სპეციალური ფორმის მიხედვით, რომელსაც მიიღებთ რესურს-ცენტრში, ან ჩამოტვირთეთ აქვე.

მოხდება საპროექტო წინადადების შეფასება სპეციალურად შერჩეული შეფასების კომიტეტის წევრების მიერ.

*******

კონკურსის დროს (2012 წელი) დაგეგმილია 8 პროექტის დაფინანსება.

პროექტები უნდა განხორციელდეს: 2012 წლის 15 მარტიდან 2011 წლის 1 ივლისამდე.

საპროექტო წინადადებების ჩაბარება:


კონკურსში მონაწილეობის მსურველებს კონსულტაციები გაეწევათ დეკემბერსა და იანვარში (როგორც შეხვედრების დროს, ასევე ინტერნეტით: skype, facebook, e-mail);


კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საპროექტო წონადადებები დასრულებული სახით მიიღება 2011 წლის 2 თებერვლის 16:00 საათამდე.

საკონტაქტო პირები:

მისამართი: დაბა მესტია, CTC ოფისი , თამარ მეფის ქ. # 56,

ირინა გურჩიანი (ცენტრის მენეჯერი)

მობილური: 91 22 57 11

პროექტის კოორდინატორი

პავლე თვალიაშვილი

ტელ.: 599 556 234

6.12.11

ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა


პირველ დეკემბერს CTC-ის თბილისის ოფისში ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არიან მესტიის რაიონიდან და სწავლობენ თბილისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და მცირე ტრენინგი ღონისძიების დაგეგმვაში. ტრენინგი განხორციელდა CTC-ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდების და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით” ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდა 8 ახალგაზრდა და მოწვეული სტუმარი თიკო სულაძე.

ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის გაეცნო CTC-ის ახალი პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები და კონკრეტული ღონისძიების მაგალითზე ეჩვენებინა და ესწავლებინა ღონიძიებების დაგეგმვა და მართვა.

გიორგი მარგიანმა მონაწილეებს გააცნო პროექტის ახალგაზრდული კომპონენტის შესახებ, მის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობები და ვადები, საქართველოში და საზღვარგარეთ ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობები. ასევე უპასუხა პრეზენტაციის შემდგომ დასმულ შეკითხვებს.

ტრენინგი ჩაატარა პროექტის კოორდინატორმა პავლე თვალიაშვილმა. მან ახალგაზრდებს გააცნო ღონისძიების დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპები. განიხილეს კონკრეტული მაგალითები, რის შემდეგაც პრეზენტაცია-განხილვა მოეწყო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი იმის, თუ რაზე და როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს პროექტების გაკეთება. ია გურჩიანმა გააკეთა პრეზენტაცია შიდსთან დაკავშირებით, ხოლო თიკო სულაძემ უფრო განავრცო ინფორმაცია. იყო დისკუსია და შეკითხვები.

შესვენების დროს შეხვედრის მონაწილეებმა ფინჯან ყავაზე ისაუბრეს, სვანეთის პრობლემებზე, ასვე ეთნიკურ სტერეოტიპებზე, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს ტურიზმის განვითარებას სვანეთში. მონაწილეებმა მოიყვანეს მაგალითები მათი გამოცდილებიდან.

დღის ბოლოს მონაწილეებმა შეაჯამეს შეხვედრა და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდების ჯგუფის მობილიზების პრობლემის გადაწყვეტა ზემო სვანეთში.