20.9.12

ბიულეტენის მე-5 ნომერი


გამოვიდა ელექტრონული ბიულეტენი, რომელსაც გამოსცემს და ავრცელებს CTC ზემო სვანეთის პოექტის ფარგლებში ყოველ ორ თვეში ერთხელ.

ელექტრონული ბიულეტენი #5, სექტემბერი 2012 (გადმოწერეთ ამ ბმულიდან).  

17.9.12

შესაძლოა მომავალი კონკურისისთვის გამოგადგეთ

გაიარე ოთხი სწრაფი ნაბიჯი დასაწყებად

1. მოიფიქრე,თუ რა გინდა შეცვალო შენს სოფელში/ ქალაქში/რეგიონში.
2. დაარეგისტრირეთ თქვენი იდეა NGOmap კონკურსის სარეგისტრაციო ფორმაში.არ დაგავიწყდეთ რუკაზე ადგილის მონიშვნა.ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ სურათები და ვიდეოები იდეის უკეთ წარმოსაჩენად.ინიციატივები მიიღება 16 სექტემბრამდე.
3. ხმის მიცემა დაიწყება17 სექტემბრიდან და გაგრძელდება თვის ბოლომდე.გაიმარჯვებს ის, ვინც მოაგროვებს ყველაზე მეტ ხმას.
4. მოემზადე სასწავლო ტურისთვის პოლონეთში,სადაც ჩვენ შევიმუშავებთ გეგმას, როგორ განვახორციელოთ შენი იდეა.
გაქვთ შეკითხვა? ნახეთ კითხვა-პასუხის სექცია.


კონკურსის შესახებ

NGOmap - ის იდეა, არის კონკურსი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ელექტრონულად განათავსოთ ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს თქვენ გარშემო და აგრეთვე ჩამოაყალიბოთ, შემოგვთავაზოთ ამ პრობლების გადაჭრის გზა. არ გაქვთ გამოცდილება, საჭირო თანხა და გუნდი? არ იდარდოთ! განათავსეთ თქვენი გეგმა ჩვენს საიტზე და ერთად ვეცდებით მოვიძიოთ გზები, თუ როგორ განვახორციელოთ, როგორ ვაქციოთ ის რეალობად.

16.9.12

ვიწვევთ 16-25 წლამდე ახალგაზრდებს

TED-ისგან:

ვიწვევთ 16-25 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გაუზიარონ მნიშვნელოვანი იდეები და მოსაზრებები TEDxYouth@Tbilisi ღონისძიებაზე 2012 წლის 8 დეკემბერს. მიყევით ბმულს და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა 15 ოქტომბრამდე. https://docs.google.com/a/tedxyouthtbilisi.com/spreadsheet/viewform?fromEmail=true&formkey=dHZJRnE5ejh0Umc4c0EyLWZ2aDgxbnc6MQ

ტრენინგი ლიტვაში

პროექტი ,,ცოდნითა და გამოცდილებით ახალი შესაძლებლობებისაკენ 2012" იმართება ლიტვაში 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. ტრენინგი  დაფინანსებულია ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში ,,ახალგაზრდები მოქმედებაში". საერთაშორისო სემინარის ორგანიზატორია ,,ახალგაზრდა ჯარისკაცთა სკოლა"  და „სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი".  ლიტველ ახალგაზრდებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოზარდები უკრაინიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან, თითოეული ქვეყნიდან 12 მონაწილე.
პროექტი ითვალისწინებს დისკუსიებს, როლურ თამაშებს, პრეზენტაციებს, სპორტულ ღონისძიებებს, კულტურულ საღამოებსა და გარემოს დაცვით აქტივობებს. ახალგაზრდები, ასევე, ესტუმრებიან ფოლკლორისა და ეთნოგრაფიულ მუზეუმებს.
 მონაწილეთა შერჩევას საქართველოდან ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი".

თუ ხარ 14-დან 19 წლამდე აქტიური ახალგაზრდა  და ფლობ ინგლისურ ენას სალაპარაკო დონეზე, გამოგზავნე CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე igiorbelidze@cync.ge არაუგვიანეს   20 სექტემბრისა.
შენიშვნა: პროექტში მონაწილეობის ყველა ხარჯი დაფარულია პროგრამის მიერ, პროექტში მონაწილე იხდის მხოლოდ თბილისი-ვილნიუსი-თბილისი მგზავრობის 30%-ს.

14.9.12

მუზეუმების თემატიკასთან დაკავშირებულ მასტერ კლასები

“კულტურის ახალი სიცოცხლე: ხელოვნება ასაზრდოებს მემკვიდრეობას”

ყველა ხარჯი დაკავშირებული ტრანსპორტთან, საცხოვრებელთან, კვებასთან დაფარული იქნება ორგანიზატირების მიერ.

ვიწვევთ კრეატიულ ახალგაზრდებს სამხრეთ უკრაინიდან (ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა), საქართველოდან და სომხეთიდან მუზეუმების თემატიკასთან დაკავშირებულ მასტერ კლასებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა არა მარტო ამ სამი ქვეყნის კულტურის შესასწავლად, არამედ მონაწილეთა კრეატიული იდეების განსავითარებლად სამუზეუმო სფეროში.

7 ვორქშოფი ჩატარდება სამ ქვეყანაში 2012 წლის სექტემბერსა და 2013 წლის მაისში. მონაწილეთა ჯგუფები ყოველი მასტერ კლასის პერიოდში იქნება სხვადასხვა, თუმცა მულტიკულტურული. თითოეული მასტერ კლასი ჩატარდება 10 დღის განმავლობაში და მთავარი შედეგი იქნება საჯარო პრეზენტაცია იდეებისა და კრეატიული პროექტების შესახებ, რომლებიც განხორციელებული იქნება მონაწილეთა მიერ.

მონაწილეთა ასაკი: 18-35 წელი
მონაწილეები შეირჩევიან კომპეტენციის მიხედვით.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, წარმოადგინეთ კრეატიული ესსე თემაზე „მივედი მუზეუმში და...“ და შეავსეთ თქვენი პორტფოლიო (თქვენი კრეატიული სამუშაოს მაგალითები)
თარიღი: სექტემბერი 2012 – მარტი 2013.
შერჩეული მონაწილეები მიიღებენ მასტერ კლასების გრაფიკს

სააპლიკაციო ფორმა და მასალები მიიღება 2012 წლის 15 სექტემბრამდე

შეგვეხმიანეთ!!!

საგრანტო კონკურსს საქართველოს რეგიონებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის



ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს რეგიონებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, მათი ევროინტეგრაციის პროცესსა და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ეროვნული პლატფორმის http://www.eap-csf.eu/ მუშაობაში აქტიურად ჩართვის მიზნით.

პრობლემის განსაზღვრა:

"აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ორმხრივი ურთიერთობის ეს ფორმატი მოიცავს, როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ურთიერთქმედებას ევროინტეგრაციის გაღრმავებისა და შედეგიანობის უზრუნველყოფისთვის. საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებ
ፊ ს ქსელი, რომელიც ამჟამად 114 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ჩამოყალიბდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის სახით. თუმცა პლატფორმაში ჩართული ორგანიზაციების გეოგრაფიული წარმომადგენლობა (მათი აბსოლუტური უმრავლესობა თბილისში მოქმედი ორგანიზაციებია) არ იძლევა საქართველოს რეგიონების სრულად მოცვის საშუალებას.

საქართველოს რეგიონების ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვისა და ადგილობრივ დონეზე ამ პროცესის მონიტორინგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რეგიონული ორგანიზაციების ეროვნულ პლატფორმაში მონაწილეობის და გააქტიურების ხელშეწყობა. ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო" აცხადებს საგრანტო კონკურსს, რათა მხარი დაუჭიროს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ევრო კავშირ-საქართველოს თანამშრომლობის და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ფორმატის შესახებ ცოდნის ამაღლებას და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ადგილებზე საქმიანობის განხორციელებას.

კონკურსის მიზანი:

ევროინტეგრაციის საკითხებში გამოცდილ რეგიონულ და დედაქალაქში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" თემების მიხედვით თანამშრომლობის მხარდაჭერა და "აღმოსავლეთის პარტნიორობის" საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში რეგიონული ორგანიზაციებისთვის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

კონკურსის ამოცანები:

საპროექტო განაცხადი მხარს უნდა უჭერდეს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციების კომპეტენციების გაზრდას აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე და ეროვნული პლატფორმის საქმიანობებში ჩართვას. მაგალითად:

** რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცოდნის ამაღლება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ;
** ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფებში (ეროვნულ პლატფორმაში არის ოთხი სამუშაო ჯგუფი: 1. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა; 2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოება; ** გარემოს დაცვა, კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთხოება; 4. ხალხთა შორის კონტაქტები) რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და თ
ፊ მატური საკითხების განხილვაში მონაწილეობა;
** რეგიონებში ახალგაზრდების მონაწილეობით დებატების მოწყობა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე (ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს სადებატო საკითხების ჩამონათვალი და ინფორმაცია დებატების ფორმატის შესახებ);
** ევროინტეგრაციის საკითხებზე ტელე და რადიო დისკუსიების მომზადება და გაშვება რეგიონული რადიო/ტელევიზიებით; ასევე რეგიონულ ბეჭდურ მედიაში აღნიშნულ საკითხზე პუბლიკაციების მომზადება;
** რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ მოახდინონ ეფექტური კომუნიკაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან;
** რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადგილზე ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მონიტორინგი (2011-2013 ეროვნული ინდიკატორული პროგრამით http://ec.europa.eu/world/enp/pdf/country/2011_enpi_nip_georgia_en.pdf გათვალისწინებული რეგიონული განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში);
** მთავრობის შესაბამის უწყებებთან (სამინისტროები თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის შექმნა.

საპროექტო განაცხადები უნდა მოიცავდეს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამუშაო ჯგუფებისთვის აქტუალურ საკითხებს.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში დარეგისტრირებულ და საქართველოს რეგიონებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. კონკურსი ღიაა განაცხადში მითითებული თემების მიხედვით საქმიანობის სათანადო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათ შორის მათთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ეროვნული პლატფორმის წევრებს, მაგრამ მის განვითარებაში წვლილის
Ⴭ ეტანა სურთ.

საკონკურსო განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცის, ისე კოალიციის მიერ. პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 12 თვეზე. ინდივიდუალურ პროექტზე ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 აშშ დოლარს, ხოლო კოალიციურ პროექტზე 20 000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დო
ፊ უმენტაცია პროექტს თან უნდა ერთვოდეს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით (http://www.osgf.ge/?l=1&i=326);
** პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
** სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
** განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში.

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" (ჭოველიძის ქ. 10) 2012 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით ყოველ დღე 16:00 საათამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

კონსულტაციები:

დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება 2012 წლის 13 სექტემბრიდან - 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ხუთშაბათს 16:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს (32) 225 04 63

საკონტაქტო პირი: ვანო ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი.
ელ.ფოსტა: ivane@osgf.ge

საგრანტო კონკურსი საარჩევნო თემატიკაზე


საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთობლივი პარტნიორობით, "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება" პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურობის ზრდას, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას/ორგანიზებას.

საგრანტო თემატიკა: საზოგადოების ინფორმირების კამპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე: http://www.electionreforms.ge