ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის ტრანსატლანტიკურ სტიპენდიანტების საზაფხულო ინსტიტუტი საშუალებას აძლევს 16-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს გაემგზავრონ ა.შ.შ.–ში ოთხკვირიან გაცვლით პროგრამით.
პროგრამა ფოკუსირებას ახდენს გლობალურ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდობას ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს.
სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში, ვორქშოპებში, სათემო პროგრამებში, სასწავლო ტურებსა და კულტურულ ღონისძიებებში. მონაწილეები ასევე ერთობლივად მოამზადებენ პროექტს, რომელიც წარმოადგენს და ხელს შეუწყობს ინსტიტუტის მიზნებსა და ამოცანებს.