1.10.14

ბიულეტენის მე- 18 ნომერი

გამოვიდა ელექტრონული ბიულეტენის მე-18  ნომერი, რომელსაც გამოსცემს და ავრცელებს CTC ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ყოველ ორ თვეში ერთხელ. 
ელექტრონული ბიულეტენი #18, სექტემბერი 2014 (გადმოწერეთ ამ ბმულიდან)

21.8.14

CTC-ის ზემო სვანეთში 9 წლიანი მუშაობის შეფასების შედეგები


https://docs.google.com/viewer?a=v&pid=sites&srcid=ZGVmYXVsdGRvbWFpbnxzdmFuZXRpM3xneDoxZDBlYTIxYmM3NTQ4NzY5
წარმოგიდგენთ CTC-ის ზემო სვანეთში 9 წლიანი მუშაობის შეფასების შედეგებს.  

CTC-ის ზემო სვანეთში მუშაობის შედეგების შეფასების მიზნით მაისში სოციოლოგთა ჯგუფის მიერ ჩატარდა კვლევა. აღნიშნული კვლევა მიმდინარეობდა მესტიის მუნიციპალიტეტის 10 თემში: ბეჩო, ეცერი, იელი, ლატალი, ლენჯერი, მესტია, მულახი, ფარი, ჭუბერი, ხაიში.
შეფასების ჯგუფი შეხვდა დაინტერესებულ პირებს, რომლებთანაც CTC უშუალოდ თანამშრმლობდა და ახორციელებდა აქტივობებს (სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინდივიდუალური აქტორები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები). ასევე CTC-ის მესტიის თანამშრომლებს. გარდა ამისა, განხორციელდა მოსახლეობის გამოკითხვა ზემოთ ხსენებულ 10 თემში. 

CTC ზემო სვანეთში 2006 წლიდან მუშაობს და 2014 წლის სექტემბერში დაასრულებს პროგრამას. ამ პერიოდში მან  სამი პროექტი განახორციელა, რომელბიც მიზნად ისახვადა ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და სათემო ინიციატივების ხელშეწყობას. 

CTC მადლობას უხდის თანამშრომლებსაც, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეს ზემო სვანეთში პროგრამის წარმატებით განხორციელებაში:
  1. მერაბ ხერგიანს
  2. ნინო რატიანს
  3. ლევან ბაქრაძეს
  4. გოჩა გვარლიანს
  5. რუსუდან ნაკანს
  6. სოფიკო ლობჟანიძეს
  7. გია ბაკურაძეს
  8. ლალი გაბლიანს
  9. ირინა გურჩიანს
  10. ია გურჩიანს
  11. თეა მხეიძეს
  12. მიშა შახბაზიანს
  13. ლოლა მერლანს
  14. სლავა რატიანს
  15. იულია შენდრიკოვას
  16. ირმა ალფენიძეს
  17. ჯონი კვინიკაძეს
  18. პაატა პაპავას
  19. მათიას ვალენტინს 
პროექტის კოორდინაროს პავლე თვალიაშვილს.
აღმასრულებელ დირექტორს ირინა ხანთაძეს.

11.8.14

ბიულეტენის მე- 17 ნომერი

გამოვიდა ელექტრონული ბიულეტენის მე-17  ნომერი, რომელსაც გამოსცემს და ავრცელებს CTC ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ყოველ ორ თვეში ერთხელ.
ელექტრონული ბიულეტენი #17, ივლისი 2014 (გადმოწერეთ ამ ბმულიდან)

6.6.14

ბიულეტენის მე - 16 ნომერი


გამოვიდა ელექტრონული ბიულეტენის მე-16 ნომერი, რომელსაც გამოსცემს და ავრცელებს CTC ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ყოველ ორ თვეში ერთხელ.





3.4.14

ბიულეტენის მე - 15 ნომერი


გამოვიდა ელექტრონული ბიულეტენის მე-15 ნომერი, რომელსაც გამოსცემს და ავრცელებს CTC ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ყოველ ორ თვეში ერთხელ.
ელექტრონული ბიულეტენი #15, მარტი 2014 (გადმოწერეთ ამ ბმულიდან)




საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების ბლოგები

CTC -ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ მათ ბლოგებზე:

·         პროექტი „როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო“ – www.gavazlierotaxalgazrdebi.blogspot.com

·         პროექტი „ახალი ხაიში ძველის დასაცავად“ – www.axalixaishizvelisdasacavad.blogspot.com

·         პროექტი „მოვიძიოთ და გნავაახლოთ ჩვენი წარსული“ – www.lagusheda.blogspot.com

19.3.14

ზემო სვანეთში CTC-იმ 9 ახალგაზრდული მიკრო პროექტი დააფინანსა

CTC - ის პროექტის ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში ზემო სვანეთის ახალგაზრდებისთვის გამოცხადებულ მიკრო საგრანტო კონკურსში შემდეგი 9 პროექტი დაფინანსადა:
  • „სპორტი ჩვენი ცხოვრებაა“, ცხუმარის თემი, პროექტის დირექტორი გოჩა ქალდანი, ფინანსური პასუხისმგებელი დავით ჯაჭვლიანი.
  • „ჯანსაღი ცხოვრების წესი ხაიშის საჯარო სკოლაში“, ხაიშის თემი, პროექტის დირექტორი ვერიკო ჭკადუა, ფინანსური პასუხისმგებელი ნინო ქობალია.
  • „ცოდნა სინათლეა“, ლენჯერის თემი, პროექტის დირექტორი ლალი გულედანი, ფინანსური პასუხისმგებელი თათია კვიციანი.
  • „ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა“, მულახის თემის სოფელი მუჟალი, პროექტის დირექტორი მარიამ ზურებიანი, ფინანსური პასუხისმგებელი მადონა გიგანი.
  • „ტრადიციების კვალდაკვალ“, ეცერის თემი, პროექტის დირექტორი მარიამ გურჩიანი, ფინანსური პასუხისმგებელი მაკა გაბუნია.
  • „მხიარული ბავშვობა“, ეცერის თემი, პროექტის დირექტორი ზურა ხორგუანი, ფინანსური პასუხისმგბელეი ჯემალ გერლიანი.
  •  „წინ გამარჯვებისკენ“, ფარის თემი, პროექტის დირექტორი შმაგი ნარსავიძე, ფინანსური პასუხისმგებელი დათა ნარსავიძე.
  • „მრავალფუნქციური ოთახი“, ფარის თემი, პროექტის დირექტორი ხატია მიქიანი, ფინანსური პასუხისმგებელი მზია გვარმიანი.
  • „დაიჭირე წამი“, ფარის თემი, პროექტის დირექტორი ია ვიბლიანი, ფინანსური პასუხისმგებელი ლელა რეზესიძე.
პროექტები მიზნად ისახავს თემში არსებული პრობლემების ირგვლივ ახალგაზრდების ჩართულობას. ახალგაზრდული ინიციატივები ზემო სვანეთის 6 თემში: ცხუმარში, ეცერში, ფარში, ლენჯერში, მულახსა (ს. მუჟალი) და ხაიშში 3 თვის განმავლობაში განხორციელდება და ივნისის დასაწყისში დასრულდება.