14.5.13

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია - გამოფენა

ზემო სვანეთის საჯარო სკოლის  პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეორე  წლიურ კონფერენცია-გამოფენაში.
კონფერენცია გამოფენა გაიმართა 2013 წლის 11 მაისს თბილისში საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია“.  მასში მონაწილეობა მიიღო 300 ზე მეტმა პედაგოგმა და მოწვეულმა სტუმარმა.

კონფერენციაში ზემო სვანეთიდან მონაწილეობდნენ მესტიის საჯარო სკოლა - მადონა მჭედლიანი ფარის  საჯარო სკოლა - ეკა წულუკიძე,  ლატალის  საჯარო სკოლა - გულნაზი ბელქანია,  ლენჯერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გულედანი და პედაგოგები : თათია კვიციანი , მარინე ხვიბლიანი და ირმა უდესიანი.

ზემო სვანეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგების მონაწილეობა კონფერენციაში უზრუნველყოფილი იყო CTC-ის პროექტისზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობითფარგლებში.
კონფერენცია მოიცავდა პედაგოგთა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების ნამუშევრების გამოფენას, საკონფერენციო პლენარულ მუშაობასა და სემინარებს.
პედაგოგებმა ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო  განათლების სფეროში  სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ, მოხდა ფორუმის წევრ მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
კონფერენციის დასასრულს ჯილდო გადაეცა 11 რეგიონში გამოვლენილ საუკეთესო 11  სამოქალაქო განათლების პედაგოგს.
კონფერენცია-გამოფების ორგანიზატორი იყო კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ფორუმის კომიტეტთან ერთად. კონფერენცია-გამოფენა გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში.
პროგრამას ახალორციელებს ორგანიზაცია PH International , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით.
პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.