18.6.12

სემინარი “გასტრონომია და ტურიზმის განვითარება”


სემინარიგასტრონომია და ტურიზმის განვითარება

თბილისი, 2012 წლის 22 ივნისი

საფრანგეთსა და საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია აერთიანებს (ურთიერთობა სტუმრებს შორის და სუფრის გაზიარების სიამოვნება). რაც შეეხება საფრანგეთს, აღნიშნული ტრადიცია ახლახანს აღიარა იუნესკომ და ფრანგული სადილის კულტურა მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის რიცხვს შეუერთდა.

გასტრონომია, საფრანგეთის მიმზიდველობის ერთ-ერთი ელემენტია. ამ ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე მეტი დამთვარიებელი ჰყავს (70 მილიონი ტურისტი - გასულ წელს). ჩვენი მრგვალი მაგიდა, „გასრტრონომია და ტურიზმის განვითარებაამ წარმატების მიზეზების დადგენას შეეცდება და ფრანგული მოდელის  საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობებს შეისწავლის.

პროგრამა

ადგილი: ეროვნული მუზეუმის აუდიტორია - ფურცელაძის ქუჩა 1
დასწრება თავისუფალია - ფრანგულ ენაზე ქართული სინქრონული თარგმანით


11:00 სთ
მრგვალი მაგიდა ტერიტორიის იმიჯის შექმნის პირობები : გასტრონომიის როლი

მომხსენებლები:

·          მაია სიდამონიძე, ეროვნული ტურისტული სააგენტოს დირექტორიშესავალი სიტყვა.
  • დენი ფენიე , კვების დარგში ეროვნული დაგეგემარების სამსახურის ხელმძღვანელი: რა გავლენა აქვს კვების პროდუქტების ხარისხის დაცვის საჯარო პოლიტიკას გასტრონომიაზე : ფრანგული მაგალითი .
  • ჟერარ კანა, ფრანგი შეფ-მზარეული: რატომ არის ფრანგული გასტრონომია არქეტიპი?
  • ჟაკ ფლერი, შატო მუხრანი-ის პრეზიდენტი: შესაძლებელია თუ არა მეღვინეობის ფრანგული კონცეპტის შატოგადმოღება საქართველოში?
  • ლელა ხარტიშვილი, ორგანიზაცია ელკანას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: აგროტურიზმის პოტენციალი საქართველოში
  • თეკუნა გაჩეჩილაძე, რესტორან მანდარი- შეფ-მზარეული: ახალი ქართული სამზარეულო?
  • ჟულია კსერგო, ისტორიკოსი: გურმანების ტურიზმი: ევროპული და ამერიკული მაგალითები

მოდერატორი: ჟილ კარასო

15:00 სთ
მრგვალი მაგიდა ტურისტული პროდუქტის შექმნა ცხოვრების ხელოვნებისგარშემო

მომხსენებლები :

·         კახა ბაინდურაშვილი, ქართული სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის თავმჯდომარე: შესავალი სიტყვა 

·         ლორანს ჟეგუზო, ტურიზმის სამართლის პროფესორი: ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში

  • სოფი მიზ, გასტრონომიის დღესასწაულისმთავარი კომისარი: გასტრონომია, როგორც ტურიზმის განვითარების კატალიზატორი

  • ოდრე ბოჟინი, ტურისტული სააგენტოს Caucasus Trekking Company დამაარსებელი: როგორ გადავაქციოთ უხეში გარემო კოზირად ტურიზმისთვის?

  • ქეთევან ბოჭორიშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს Invest in Georgiaდირექტორი (დასაზუსტებელია)

  • ნატალია ფარცხალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე : ოჯახური სტუმართმოყვარეობიდან პროფესიონალურ სტუმართმოყვარეობამდე

  • ჟულია კსერგო, ისტორიკოსი: ფრანგული გასტრონომიული სადილის შემდეგ, ქართული სუფრა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში?

მოდერატორი: ჟილ კარასო


სემინარში მონაწილეობენ:


კახა ბაინდურაშვილი : ეკონომიკაში ქართული და ამერიკული დიპლომების მფლობელი, 2011 წლამდე იყო ჯერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი მინისტრი. ამჟამად კი ქართულ სავაჭრო და ინდუსტრიულ პალატას ხელმძღვანელობს.

ქეთევან ბოჭორიშვილი : ამჟამად ხელმძღვანელობს ინვესტიციების ეროვნულ სააგენტოს Invest in Georgia, რომელის მიზანიც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა. (დასაზუსტებელია)

ოდრი ბოჟინი : სითხეების მექანიკის ინჟინერმა და დიდი სივრცეებითა და მოგზაურობით გატაცებულმა ოდრი ბოჟინიმ 2006 წელს თუშეთში დაარსა ტურისტული სააგენტო  Caucasus Trekking Company. ამჟამად, სააგენტოში ის კომერციული განვითარების, მარკეტინგის და მოგზაურობის ორგანიზაციის საკითხებით არის დაკავებული. იგი ერთ-ერთი მთავარი გიდის ფუნქციასაც ითავსებს.

ჟერარ კანა : შეფ-მზარეულისასტუმრო ხელობებისა და ინდუსტრიის კავშირის დირექტორატის წევრი. ის იღწვის კვების სფეროს სამართლიანი და მდგრადი პერსპექტივისთვის. საკუთარი ვარსკვლავოსანი რესტორნის გახსნამდე, პროფესიული კარიერა რესტორან მაქსიმში 14 წლის ასაკში დაიწყო. ამჟამად, რესტორნის მართვის სადავეები შვილებს გადააბარა, თვითონ კი მთელი თავისი დრო გასტრონომიით გატაცებას დაუთმო და წერს მასთან დაკავშირებულ ქრონიკებს, წიგნებს, პოემებსაც კი.

ჟულია კსერგო : მეცნიერებათა დოქტორი სოციოლოგიაში. სოციალური და კულტურული პრაქტიკის ისტორიკოსი. უნივერსიტეტის « Lyon 2 » თანამედროვე ისტორიის პროფესორი. იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში ფრანგული სადილის შეყვანის პროექტის მომხსენებელი. . კსერგო ავტორია მრავალი ნაშრომისა, რომელთა შორისაა გასტრონომიული მოგზაურობა, გურმანი დედაქალაქებისა და რეგიონების გამოგონებადა კვების ისტორია - სწავლების მნიშვნელობა.

დენი ფენიე: სოფლის მეურნეობის მთავარი ინსპექტორი, კვებისა და სოფლის მეურნეობის მთავრ საბჭოში კვების ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი. დენი ფენიე, სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, იღწვის ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი, ჯანმრთელი და მრავალფეროვანი კვება.

ჟაკ ფლერი : შატო მუხრანისპრეზიდენტი 2010 წლიდან. მანამდე გახლდათ პოსტ საბჭოთა  სივრცეში მინერალური წყლების ჩამომსხმელი   ყველაზე დიდი ჯგუფის IDS Borjomi international პრეზიდენტი. მსგავს თანამდებობებზე მუშაობდა საბერძნეთის, მაროკოს, ეგვიპტისა და ირანის კვებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. პროფესიით სამოქალაქო სფეროს ინჟინერია და ფლობს პარიზის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტისა და ლონდონის ეკონომიკის სკოლის დიპლომებს.

თეკუნა გაჩეჩილაძე : საქართველოში cuisine fusion კონცეფციის ავტორი. გატაცებულია  მოლეკულური გასტრონომიით. იგი შეფ-მზარეულია და თბილისში მრავალ რესტორანს ხელმძღვანელობს, მათ შორისაა ნოვატორი ვონგ და მანდარი. კულინარიით გატაცების გამო მიატოვა ფსიქოლოგია და სწავლა გააგრძელა ნიუ-იორკის კულინარულ აკადემიაში. საქართველოში დაბრუნებამდე, მუშაობდა ევროპის მრავალ რესტორანში, მათ შორის Ritz-ში.

ლორანს ჟეგუზო : ტურიზმის სამართალში სპეციალიზირებული ადვოკატი, უნივერსიტეტის “Paris 1 Panthéon-Sorbonne” ტურიზმის სამართლის ხელმძღვანელი მასტერ 2-ზე, ტურიზმის მინისტრის მრჩეველი 2005-2007 წლებში. ლორანს ჟეგუზომ მონაწილეობა მიიღო ტურიზმის კოდექსის შექმნაში. ის, აგრეთვე, ავტორია ტურიზმის სამართლის სახელმძღვანელოსი.

ლელა ხარატიშვილი: აგროტურიზმისა და გასტრონომიის სპეციალისტი. გარემოს დაცვისა და ბიოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ელკანასაგროტურიზმის პროგრამის კოორდინატორი. მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული და საქართველოში სოფლის საოჯახო სასტუმროების გზამკვლევის შედგენაში.

სოფი მიზ: როგორც გასტრონომიის დღესასწაულისმთავარი კომისარი უკვე მეორე წელია, სოფი მიზის საქმიანობა ამ ღონისძიების ჩარჩოში განხორციელებული პროექტების კოორდინაცია და ანიმაციაა. სამზარეულოთი და გასტრონომიით გატაცებულს 20 წლის გამოცდილება გააჩნია კულტურული ღონისძიებების ორგანიზების, კომუნიკაციისა და მარკეტინგის სფეროში.

ნატალია ფარცხალაძე: ეროვნული უშიშროების საბჭოს საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მანამდე გახლდათ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე და პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი პრეზიდენტის კანცელარიაში.

მაია სიდამონიძე: 2010 წლიდან ტურიზმის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, იგი დარწმუნებულია საქართველოს ტურისტულ პოტენციალში და აქტიურად იღწვის მისი განვითარებისთვის. მან განათლება ტურიზმისა და მარკეტინგის განხრით  დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში მიიღო.