8.1.13

ზამთრის სკოლა ბაზალეთში


"თავისუფლების კლუბი" (Club of Liberty) გიწვევთ მორიგ ზამთრის სკოლაში, თემაზე: "დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი".

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "თავისუფლების კლუბი" შექმნილია საზოგადოებისთვის კონსერვატიული და ლიბერტარიანული იდეების გაცნობისა და განათლების დონის ამაღლების მიზნით. კლუბის მთავარი ფასეულობებია ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება. ამ ორი წლის მანძილზე, "თავისუფლების კლუბის" ორგანიზებით ჩატარდა გამოცდილი და გამორჩეული მკვლევარების საჯარო ლექცი
ፊ ბი, ზამთრის და ზაფხულის სკოლები, დებატები მნიშვნელოვან თემებზე, ითარგმნა ლიტერატურა, მომზადდა საინტერესო პროექტები.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: ყველას, განურჩევლად ასაკისა, ვინც დაინტერესებულია ბანაკში განსახილველი თემით - "დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი", და შემდეგი საკითხებით:

** დემოკრატია
** პოლიტიკური და პიროვნული თავისუფლება
** რეგულაციები და თავისუფალი ბაზარი
** ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა
** ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური ზრდა
** თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები
** რუსეთის ბაზრის გახსნა: ვაჭრობის შესაძლებლობები და ვალდებულებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წინაშე
** ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი (NATO)
** ამერიკის შეერთებული შტატები.

ადგილი: თავისუფალი უნიერსიტეტის სასწავლო ტრეინინგ ცენტრი, ბაზალეთი.
დრო: 18-24 იანვარი, 2013 წელი.
სამუშაო ენა: ქართული.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ საინტერესო ლექციებსა და სემინარებს, მათ შორის არა მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ თემებზე, მიიღონ მონაწილეობა დებატებსა და დისკუსიებში, მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.

მომხსენებლები იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და გამოცდილი ექსპერტები და პრაქტიკოსები.

გარდა თემატური ლექცია-სემინარებისა, ორგანიზატორები მონაწილეებს სთავაზობენ საინტერესო შემეცნებით-გასართობ აქტივობებს და სხვა სიურპრიზებს.

ბანაკის ღირებულება:

** სტუდენტებისთვის - 150 ლარი;
** არასტუდენტებისთვის - 200 ლარი.

მონაწილეობის საფასური მოიცავს:

** თბილისიდან ბაზალეთის სასწავლო ცენტრამდე ტრანსპორტირებას
** ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ოთახის საფასურს
** ბანაკის მიმდინარეობისას სამჯერად კვებას
** ბანაკის დახურვის ცერემონიალს
** ბაზალეთის სასწავლო ცენტრიდან თბილისამდე ტრანსპორტირებას.

ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

თავისუფლების ბანაკში მოსახვედრად საჭიროა შეავსოთ აპლიკაციის მარტივი ფორმა (http://bit.ly/TQ1Sba) და შემდგომ გაიაროთ შესარჩევი ეტაპი (გასაუბრება).

აპლიკაციის გადმოგზავნის ბოლო ვადაა 14 იანვარი, 2013 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ თავისუფლების ბანაკის Facebook გვერდს: https://www.facebook.com/tavisuflebisBanaki ან "თავისუფლების კლუბის" ვებ-გვერდს: http://www.clubofliberty.org

ან დაუკავშირდით:

მირანდა თეთრაძე
მობ: 598 377888
ელ-ფოსტა: PR@clubofliberty.org

"თავისუფლების კლუბი" გისურვებთ წარმატებებს!

"ღია კარის" საგრანტო პროგრამა


აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) აცხადებს "ღია კარის" საგრანტო პროგრამას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებს, მოქალაქეთა არაფორმალურ გაერთიანებებს და ცალკეულ ინდივიდებს. საპროექტო განაცხადების მიიღება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გრანტის მოცულობა: $10 000-მდე
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირიდან 6 თვემდე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: ღია

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილები.


---

Attached file: http://www.jobs.ge/files/52770-ewmi-grants.zip