CTC-იმ 2011 წლის ოქტომბრიდან მესტიის მუნიციპალიტეტში დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც 2014 წლის ჩათვლით ითვალისწინებს ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში მოხდება:
- სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა;
- ახალგაზრდული ჯგუფების განვითარების ხელშეწყობა;
- არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა;
- საინიციატივო ჯგუფების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტს ახორციელებს CTC - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი www.ctc.org.ge.
პროექტს აფინანსებს გერმანული ორგანიზაცია EED.