29.11.12

ინგლისური ენის კლუბი

გერმანელმა მოხალისეებმა, ასტრიდმა და მირიამმა, რომელებიც CTC-ის მესტიის ოფისში ერთი წლით მოხალისეებად იმუშავებენ, ჩამოაყალიბეს ინგლისური ენის კლუბი. აქ შეგიძლიათ გერმანელ მოხალისეებთან ერთად  თქვენთვის საინტერესო თემებზე ისაუბროთ, იმსჯელოთ, იკამათოთ, ითამაშოთ და ამ გზით გაიუმჯობესოთ ინგლისურ ენაზე საუბრის უნარი. გარკვეული დრო ეთმობა ასევე გრამატიკის შესწავლასაც.

კლუბში ნოემბრის თვეში უკვე სამი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრები ტარდება სამშაბათობით და პარასკეობით 15:00 საათზე CTC-ის მესტიის ოფისში. შემოგვიერთდით.

ფოტოები იხილეთ ამ ლინკზე.

28.11.12

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სოციალურ მეწარმეობაში

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში: "სოციალური საწარმო - სოციალური შედეგების დაგეგმვა და შეფასება".

ტრენინგი ჩატარდება 17 და 18 დეკემბერს, თბილისში.

ტრენინგი ტარდება "სოციალური მეწარმეობა - ახალი გამოწვევა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, ან აპირებენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და გააჩნიათ იდეა.

ტრენინგი მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფორმის დანერგვას. ტრენინგის მონაწილენი მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის შესახებ, შეისწავლიან სოციალური საწარმოს დაგეგმვის სპეციფიკას, სირთულეებს, რომელსაც აწყდებიან ორგანიზაციები სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს შორის ბალანსის მისაღწევად და სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების ტექნიკებს.


20.11.12

დისკუსია ბავშვთა უფლებებზე

20 ნოემბერს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მესტიის რესურს ცენტრში მოხალისეებმა  მოიწვიეს ახალგაზრდები ბავშვთა უფლებების თემაზე სადისკუსიოდ. როგორ ფიქრობთ რა უფლებები გაქვთ თქვენ? რა უფლებებია ბავშვთა უფლებების კონვენციაში აღნიშნული? რომელი უფლებებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ დაალაგებდით მათ მნიშვნელობის მიხედვით? ამის შემდეგ თითოეულმა ბავშვმა აირჩია ერთ-ერთი უფლება და დახატა. ასე შექმნეს უფლებებზე ნახატების კოლაჟი.

შეხვედრას ესწრებოდა მესტიის #2 სკოლის 9 დაბალი კლასის მოსწავლე, მათი პედაგოგი და 11 ახალგაზრდა.  მადლობა ნინო შამფრიანს და ნიკა ფალიანს, რომლებიც ეხმარებოდნენ მოხალისეებს თარგმნაში, პატარა ბავშვებს ნახატების დახატვაში. 

ფოტოები იხილეთ ამ ლინკზე.

16.11.12

დისკუსია ტოლერანტობის თემაზე


16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მესტიის რესურს ცენტრში CTC-ის გერმანელმა მოხალისეებმა გამართეს დისკუსია თემაზე ”ტოლერანტობა”. ღონისძიებას ესწრებოდა 7 ახალგაზრდა.

ახალგაზრდებმა ისაუბრეს რა არის ტოლერანტობა, გაუზიარეს ერთმანეთს  საკუთარი დამოკიდებულება, იყვნენ თუ არა თავად ტოლერანტები. ყველა შეთანხმდა, რომ ერებს შორის მშვიდობისთვის უმნიშვნელოვანესია იყო ტოლერანტი.


ახალგაზრდებმა ითამაშეს სიტუაციური თამაშები და გამოხატეს დიდი ინტერესი გერმანული კულტურისადმი. მომავალში დაიგეგმა გერმანული კულტურის საღამოს ჩატარება.
მადლობა ნიკა ფალიანს და სერგო ბარლიანს, რომლებიც მოხალისეებს ეხმარებოდნენ საჭიროების შემთხვევაში თარგმნაში.

ფოტოები იხილეთ ამ ლინკზე.

15.11.12

მცირე გრანტების კონკურსი კულტურის სფეროში

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო/შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, "კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიასთან" თანამშრომლობით, აცხადებენ განაცხადების მიღებას მცირე გრანტების კონკურსისთვის.

მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის სფეროში დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კრეატიული, ინოვაციური და ახლებული გააზრების ფორმით მოახდენს აქტუალური საკითხების განხილვასა და მათ საზოგადოებისთვის გაცნობას.

კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ინდივიდუალურ მსურველებს.

2.11.12

კონკურსი

თუ თქვენ ხართ 17-დან 25 წლამდე, ცხოვრობთ მესტიაში. და ფიქრობთ მომავალზე.
CTC გაძლევთ შანსს გააძლიეროთ თქვენი ინგლისური ან გერმანული უფასოდ!! იქონიოთ მუდმივი ურთიერთობა 18 წლის გერმანელ მოხალისეებთან. ისწავლოთ ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა. ითანამშრომლოთ CTC-სთან. ასევე გააგზავნოთ განაცხადები საერთაშორისო კონკურსებში და გაიმარჯვოთ კონკურსებში. პროექტის მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.