განაცხადების მოწვევა
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საგრანტო კონკურსის ფარგლებში იღებს განაცხადებს საქართველოს ახლად შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მხარდასაჭერად. საგრანტო კონკურსი მიმართულია ახლად დაარსებული სსო-ების ორგანიზაციული გაძლიერებისაკენ რათა გაზარდოს მათი ეფექტური და მდგრადი ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადგილობრივი თემების პრობლემების მოსაგვარებლად.
ზოგადი ინფორმაცია
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ეფექტურად განახორციელონ ცვლილებები სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობის კუთხით, რაც მათ დაეხმარება როგორც საკუთარი ისე გარშემომყოფთა ცხოვრების გაუმჯობესებაში.
ოპერაციული და საგრანტო პროგრამების მეშვეობით ფონდი ეხმარება მოქალაქეებს ჩაერთონ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში რათა მოახდინონ ძირეული და მდგრადი დადებითი ცვლილებები ადგილობრივ, რეგიონულ და საერთოეროვნულ დონეზე.
ფონდის შემადგენლობაში შედის კავკასიის კვლევების რესურს ცენტრი-კვლევითი ცენტრების ქსელი, რომელიც მუშაობს სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერების სფეროში კვლევებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზის გასაუმჯობესებლად. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რომლის მხარდამჭერებიც არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა სახელმწიფო და კერძო დონორები, არის ევრაზიის ფონდის ქსელის წევრი, რომელშიც შედის სამოქალაქო საზოაგდოების მხარდამჭერი ხუთი ადგილობრივი ფონდი რუსეთში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ვაშინგტონში. სამხრეთ კავკასიაში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მოქმედებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
პრობლემის განსაზღვრა
სუსტი ინსტიტუციური განვითარების დონე, ასევე სუსტი მენეჯმენტი და მმართველობა აფერხებს შედარებით ახალი სსო-ების განვითარებას და მათ ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან სამოქალაქო აქტორებად. ეს თავის მხრივ ახალ სსო-ბს ხელს უშლის განვითარებისათვის საჭირო ფინანსების მოზიდვაში და მათ თემებთან მდგრადი კავშირების დამყარებაში. ამას გარდა, ახლადდაარსებულ სსო-ებს აკლიათ ეფექტური ქსელური მუშაობის, ასევე კოლეგებთან და გამოცდილ სამოქალაქო ორგანიზაციებთან მდგრადი პარტნიორობის პრაქტიკული გამოცდილება. ეს ნაკლოვანებები ამცირებს ახალი სსო-ების მონაწილეობას ადგილობრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და შესაბამისად ამცირებს საზოგადოების ნდობას ამ სსო-ებისა და მათი საქმიანობის მიმართ.
კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახლად დაარსებული არასამთავრებო ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას მათი თემების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში ინსტიტუციური ქმედუნარიანობის გაუმჯობესებით, ასევე თემებთან და გამოცდილ სსო-ებთან ეფექტური ურთიერთობებით.
კონკურსის ამოცანები
· მხარი დაუჭიროს ახლად დაარსებული სსო-ების ქმედითუნარიანობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს, ორგანიზაციული განვითარების, პროექტების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და კოლეგებთან კავშირების კუთხით.
· ორგანიზაციული განვითარების პარალელურად, ახლად დაარსებული რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადგილობრივ თემებთან, გამოცდილ სსო-ბთან და მედიასთან თანამშრომლობით, აქტუალური ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა
შერჩევის კრიტერიები
გრანტებით დაიცემა იმ პროექტებზე, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
· დასაბუთებული და განხორციელებადი სამოქმედო გეგმა (თან უნდა ერთვოდეს წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს), მიმართული არასამთავრებო ორგანიზაციების მმართველობის, მენეჯმენტის, ორგანიზაციული განვითარების გაუმჯობესებაზე, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციის მმართველი საბჭოს, განვითარების სტრატეგიული გეგმის შექმნას, ფინანსების მოძიების გეგმის, გამართული ბუღალტერიის, ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების კომპონენტებს.
· ორგანიზაციის წევრების უნარ-ჩვევების გაძლიერება პრობლემების ანალიზის, მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ქსელური მუშაობის სფეროებში ტრეინინგითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
· მინიმუმ ერთი კონკრეტული ფაქტებით დასაბუთებული აქტუალური ადგილობრივი პრობლემის გადაჭრაზე მიმართული დეტალური და განხორციელებადი გეგმა, იმის შემდეგ რაც გაიზრდება ორგანიზაციის შესაბამისი უნარ-ჩვევები.
· ადგილობრივი თემების ფართო ჩართვა პრობლემის იდენტიფიცირებისა და მოგვარების პროცესში. ადგილობრივ მედიასთან ხანგრძლივი თანამშრომლობის მექანიზმები; სახელმწიფო ორგანოებთან ეფექტური დიალოგის მეთოდები და ღონისძიებები პროექტის დასრულების შემდეგ მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად.
· თანამშრომლობა და/ან კოორდინაცია უფრო გამოცდილ არასამთავრებო ორგანიზაციებთან, მდგრადი ქსელებისა და კოალიციების შექმნა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
პროექტის შეფასების პროცესში ასევე გათვალისწინებული იქნება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები:
1. კონკურსის პირობებთან და ამოცანებთან შესაბამისობის ხარისხი;
2. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიასა და მანდატთან შესაბამისობის ხარისხი;
3. პროექტის ზეგავლენის მასშტაბი და მნიშვნელობა;
4. მეთოდოლოგიის ეფექტურობა და ფოკუსირება მიზნების მიღწევაზე
5. სტრატეგიებისა და მიდგომების ინოვაციურობა და ეფექტურობა;
6. პროექტის ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა;
7. პროექტის შედეგების შეფასების გეგმის ეფექტურობა;
8. პროექტის სიცოცხლისუნარიანობა და მდგრადობა;
შერჩევის პროცესი
ობიექტური და მიუკერძოებელი შერჩევის უზრუნველსაყოფად პროექტები განიხილება დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიის მიერ. საბოლოო გადაწყვეტილება გრანტით დაჯილდოებაზე მიიღება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ.
კონკურსში წარმოდგენილი პროექტების განხილვის პროცესში შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებითი ინფორმაცია. განმცხადებელს მოეთხოვება წარადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
პროექტის შედეგების შეფასება
შერჩევის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტის შედეგების შეფასებისთვის შემოთავაზებულ კრიტერიუმებსა და მექანიზმებზე. პროექტი უნდა მოიცავდეს შეფასების კრიტერიუმს, შედეგისა და გავლენის ინდიკატორებს, და შემოთავაზებული ინდიკატორებისთვის საბაზისო მონაცემებს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა შესაძლოა განახორციელოს საგრანტო პროექტების დამოუკიდებელი შეფასება, პროექტების მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხარისხის დასადგენად. ფონდმა შესაძლოა ჩაატაროს გრანტის მიმღები ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების დიაგნოსტიკა პროექტის დასაწყისში და მისი დასრულებისთანავე, რათა შეაფასოს ორგანიზაციული განვითარების კუთხით მათ მიერ მიღწეული პროგრესი.
საგრანტო თანხები
მოთხოვნილი საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თვითოეულ პროექტზე უნდა შეადგენდეს 5000 aSS doლარს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 4(ოთხ) თვეს და უნდა დასრულდეს 2014 წლის 30 ივნისამდე.
საგრანტო თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
1. მონაცემთა და მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებულ ხარჯები;
2. პროექტთან დაკავშირებულ მოვლენების პირდაპირი ხარჯები, მაგ. აღჭურვილობის დაქირავება, თარგმნა, ტექნიკა და ა.შ.;
3. კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, მაგ. ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა;
4. ძირითადი მონაწილეებისთვის შესაბამისი ხელფასები, მაგ. დირექტორი, ბუღალტერი, ზომიერი ჰონორარი პროექტის ექსპერტებისთვის;
5. პროექტის მონაწილეების გადაადგილება;
6. შეზღუდული რაოდენობის ტექნიკისა და საკანცელარიოს შესყიდვა ( ფაქსი, კომპიუტერი, პროგრამული უზრუნველყოფა);
7. პროექტთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა ხარჯები;
საგრანტო თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ საქმიანობებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირება საგრანტო პროექტს. გრანტის თანხები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯებზე, სამშენებლო ხარჯებზე, უძრავი ქონების შეძენაზე, ან ორგანიზაციის ვალის დაფარვაზე. ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს პროექტის პერსონალის ხელფასებისა და პროექტის ღონისძიებებზე დახარჯული საათობრივი პროცენტის მკაფიო დასაბუთება.
ფონდი იტოვებს უფლებას დააფინანსოს საგრანტო კონკურსში წარმოდგენილი ნებისმიერი პროექტი ან არ დააფინანსოს არცერთი
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ არ დაფინანსდება პროგრამის შემდეგი ღონისძიებები:
· ჰუმანიტარული საქმიანობა
· კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა (თუმცა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ყველა პარტიის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში სამართლიანი, მიუკერძოებელი, ობიექტური ჩართულობის შემთხვევაში)
· ლობირება პარტიულ/პოლიტიკური მიზნებისათვის (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა შეიძლება მხარი დაუჭიროს ისეთ საკითხებს, რომელსაც მოაქვს საზოგადოებრივი და სოციალური სარგებელი - მაგ. უკეთესი საქველმოქმედო კანონები)
· რელიგიური საქმიანობა (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი შესაძლოა დაეხმაროს რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც შეესაბამება ფონდის მისიას და აქვს არასამთავრებო რელიგიური მიზნები).
· დედაქალაქის მშენებლობის პროექტები კომერციული მიზნებისათვის
· ნებისმიერი სახის სამხედრო პროექტები
· მცირე კრედიტები და სესხები დამწყები ბიზნესებისთვის
· თეორიული კვლევები
· ინდივიდუალური ან/და სამგზავრო გრანტი
· სამედიცინო მოწყობილობის შესყიდვა
ვის შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა
კონკურსში პროექტები შეუძლიათ შემოიტანონ იურიდიულად საქართველოში რეგისტრირებულ სსო-ებს, რომლებსაც აქვთ 1 დან 2 წლამდე ფუნქციონირების ისტორია.
სახელმწიფო მოსამსახურეებს, ამჟამინდელი პარლამენტის წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პერსონალს, ან/და პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წევრებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო პროექტში როგორც დირექტორი ან გრანტის მიმღები მონაწილე.
განაცხადის წარდგენის პროცედურა
განმცხადებლებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
· პროექტის 1 დედანი და ხუთი (5) ასლი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის შედგენის ინსტრუქციების თანახმად. თუ პროექტი მოწონებული იქნა დაფინანსებისათვის, განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს მისი თარგმნა ინგლისურ ენაზე;
· დეტალური და ფუნქტობრივად გაწერილი ბიუჯეტი, ევრაზიის ფონდის პროექტის შედგენის ინსტრუქციების შესაბამისად;
კონკურსში წარმოდგენილი პროექტები უნდა წარმოადგენდეს ორიგინალს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარი. ნებისმიერ პლაგიატობას შედეგად მოჰყვება ორგანიზაციისა და პროექტის დაუყონებლივი დისკვალიფიკაცია კონკურსიდან.
განაცხადის ფორმები, პროექტის შედეგენის გზამკვლევი და სხვა ინსტრუქციები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდიდან
იქვე შეგიძლიათ იხილოთ სასარგებლო ინფორმაცია (ბმულები და დოკუმენტები), რომლებიც დაგეხმარებათ პროექტის შედგენაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისამართია: კავსაძის ქ. 3, თბილისი, 0179, საქართველო.
ტელეფონი/ფაქსი: 225 39 42; 225 39 43;
კონკურსის განრიგი
კონკურსზე კონსულტაციის დღე - 2014 წ. 17 იანვარი 3:00-5:00 თბილისის დროით
ფონდში პროექტების წარდგენის ბოლო ვადა 2014წ. 26 იანვარი 17:00 თბილისის დროით
გამარჯვებული პროექტების გამოცხადება: 2014 წ. 6 თებერვალი