2.5.12

პატარა სტუმრები CTC-ის მესტიის ოფისში


30 აპრილს CTC-ის ოფისს მესტიის #2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი ესტუმრნენ. პედაგოგმა ნაზო გულბანმა მოსწავლეებისთვის მოაწყო კლასგარეშე აქტივობა მათი წახალისების მიზნით.  
8 პატარა სტუმართან შეხვედრა საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. მათ დაათვალიერეს CTC-ის ოფისი და გაიცნეს მისი საქმიანობები. მოსწავლეებს ახალაგაზრდული და განათლების კომპონენტის კორდინატორმა ია გურჩიანმა უპასპინძლა. მან ბავშვებს სხვადასხვა საგანამანათლებლო აქტივობები შესთავაზა.   მოსწავლეებმა გააკეთეს მოკლე პრეზენტაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით. წარმოადგინეს სკოლაში გაკეთებული პლაკატი, რომელზეც წარმოდგენილი იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატი და ჩამოწერილი იყო მათი აზრით რა აწუხებს დედამიწას. ასევე იქვე დახატეს ნახატები თემაზე გაზაფხული.
 ყველაზე საინტერესო იყო აქტივობაჩემი ხელები”. ბავშვებმა იმსჯელეს თემებზე, როდის გრძნობენ თავს კარგად? როდესაც კარგ საქმეებს აკეთებენ გრძნობენ თუ არა თავს კარგად და რატომ? ბავშვებმა თქვეს, რომ კარგად გრძნობენ თავს, როცა გაჭირვებულს ეხმარებიან, როცა ტრანსპორტში ხანშიშესულს ადგილს უთმობენ და .. შემდეგ ფერად ფურცლებზე დახატეს საკუთარი ხელები და გამოჭრეს მაკრატლით. გამოჭრილი ხელები წრიულად დააწებეს დიდი ფორმატის ქაღალდზე, ხელებში ჩაწერეს საკუთარი სახელი, გვარი, ასაკი და მათი შეხედულება, თუ რა კეთილი საქმეების გაკეთებას ისურვებდნენ საკუთარი ხელებით რეალურ ცხოვრებაში. ბავშვების კეთილი სურვილები იყო ადამიანების გადარჩენა, გაჭირვებულების დახმარება, ყვავილებისა და ხეების დარგვა, ეკლესიის აშენება,სიკეთის კეთება.