15.7.12

2012 წლის მცირე გრანტების კონკურსი მოხალისეობის ხელშეწყობაზე

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საგრანტო კონკურსის ფარგლებში იღებს განაცხადებს საქართველოს ახლად შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მხარდასაჭერად. საგრანტო კონკურსი მიმართულია ახლად დაარსებული სსო-ების ორგანიზაციული გაძლიერებისაკენ რათა გაზარდოს მათი ეფექტური და მდგრადი ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადგილობრივი თემების პრობლემების მოსაგვარებლად. კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს სსო-ების მიერ კონკრეტულ თემებზე მოხალისეების მობილიზაციის უნარი, რათა მიაღწიოს დადებით საზოგადოებრივ ცვლილებებს და საქართველოში განავითაროს მოხალისეობის კულტურა და პრაქტიკა.
კონკურსით გათვალისწინებულია 5 (ხუთი) ყველაზე წარმატებული პროექტის დაფინანსება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტზე შეადგენს 4,000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში; პროექტის ღონისძიებების ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვე.
განაცხადის წარდგენის პროცედურა
განმცხადებლებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• პროექტის 1 დედანი და ხუთი (5) ასლი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის შედგენის ინსტრუქციების თანახმად. თუ პროექტი მოწონებული იქნა დაფინანსებისათვის, განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს მისი თარგმნა ინგლისურ ენაზე;
• დეტალური და ფუნქტობრივად გაწერილი ბიუჯეტი, ევრაზიის ფონდის პროექტის შედგენის ინსტრუქციების შესაბამისად;
საკონტაქტო ინფორმაცია
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისამართია ი.ჭავჭავაძის გამზ., 29-31-33, თბილისი, 0179, საქართველო.
ტელეფონი/ფაქსი: 225 39 42; 225 39 43; 225 27 82.
ამ კონკურსის საკონტაქტო პირი არის პროგრამის ასისტენტი მარიანა ხალათიანი mkhalatyan@epfound.ge
კონკურსის ვადა
განცხადებების შემოტანის ბოლო ვადა:, 2012 წლის 14 სექტემბერი, 18:00 (თბილისის დროით)
კონკურში გამარჯვებულთა გამოცხადება: 2012 წლის 15 ოქტომბერი
სრული განცხადების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან:
სრული განცხადება (184.22 KBytes)

4.7.12

კონკურსი სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად მესტიის რაიონის ახალგაზრდებისთვის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის



სასწავლო ტური: საქართველოში ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება.
 
თარიღი: 25 – 27 ივლისი, 2012
სასწავლო ტურის პროგრამაში შედის ორგანიზაციების მონახულება, პრეზენტაციები, დისკუსიები, ისტორიული და კულტურული ადგილების მონახულება ქალაქებში: 
ქალაქი
ორგანიზაცია
ზუგდიდი
  • ათინათი
  • სამოქალაქო განათლების კლუბები
  • ცენტრი აფხაზეთი
ბათუმი
  •  ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი
  • ·სამოქალაქო განათლების კლუბები

ღამისთევა ქობულეთში
ოზურგეთი
  • ახალგაზრდა პედაგოგთა ასოციაცია
  • სამოქალაქო განათლების კლუბები
  • · სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

ღამისთევა ქუთაისში
ქუთაის
  •  განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი/სამოქალაქო განათლების კლუბები  საია (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია)
მიზანი: ზემო სვანეთის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და ახალგაზრდებმა გაიცნონ ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილება, საქმიანობები, რათა უკეთ გაიაზრონ და დაგეგმონ, რისი გაკეთება შეუძლიათ თავად საკუთარ თემში და სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში.
ორგანიზატორი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (СTC), პროექტის ,,სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით” ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
  • მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს CTC-ის მიერ ორგანიზებულ და მესტიის განათლების რესურს ცენტრის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.
  • ზემო სვანეთის ახალგაზრდებს, ვინც მონაწილეობა მიიღო CTC-ის საგრანტო კონკურსში.

რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობისთვის:
·      სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა უნდა წარმოადგინონ
  1. ცნობა სკოლიდან
  2. კლუბში განხორციელებული საქმიანობის ჩამონათვალი და მოკლე აღწერა.
  3. 2012-2013 სასწავლო წლის პირველ სემესტრში განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა.
·      ახალგაზრდებმა უნდა წარმოადგინონ
  1. მოკლე ბიოგრაფია და აღწერა რომელ პროექტში მიიღეს მონაწილეობა CTC-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
  2.  გეგმა, როგორ გაუზიარებენ CTC-ის მიერ დაგეგმილი აქტივობებიდან (ტრენინგი, საგრანტო კონკურსი, სასწავლო ტური) მიღებულ ცოდნას ზემო სვანეთის ახალგაზრდებს (მაგ: აგვისტოში ჩავატარებთ საინფორმაციო შეხვედრას, სექტემბრის პირველ ნახევარში სემინარს პროექტის წერაზე, სექტემბერი-ოქტომბერში მივეხმარები ჯგუფს იდეების დამუშავებაში, ოქტომბერში დავეხმარები 2-3 ჯგუფს მცირე საგრანტო პროექტების წერაში  ან სხვა...).
  3.  წერილობითი ნებართვა ოჯახიდან, სასწავლო ტურში მონაწილეობაზე.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა საჭირო დოკუმენტები 2012 წლის 12 ივლისის დღის ბოლომდე უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე: pavle.tvaliashvili@ctc.org.ge ან მიიტანოთ CTC-ის მესტიის ოფისში (თამარ მეფის #56).

პროგრამა დაფინანსებულია!! 
კონკურში გამარჯვებულ 14-15 მონაწილეს დაუფინანსდება:
  • მგზავრობა (დაქირავებული მიკროავტობუსით)
  •  სასტუმროში ცხოვრება და კვება (საღამოს და დილას)
  • ღონისძიებებში მონაწილეობა (მასპინძელ ორგანიზაციებში)
  • ჯიბის ფული (საკუთარი შეხედულებისამებრ სახარჯად: კვება, პირადი ჰიგიენის ნივთები, სხვა...) 







საკონტაქტო პირი: ია გურჩიანი
ტელ:  598 58 59 13