სასწავლო ტური: საქართველოში ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება.
თარიღი: 25 – 27 ივლისი, 2012
სასწავლო
ტურის პროგრამაში შედის ორგანიზაციების მონახულება, პრეზენტაციები, დისკუსიები, ისტორიული
და კულტურული ადგილების მონახულება ქალაქებში:
ქალაქი
|
ორგანიზაცია
|
ზუგდიდი
|
|
ბათუმი
|
|
ღამისთევა
ქობულეთში
|
|
ოზურგეთი
|
|
ღამისთევა
ქუთაისში
|
|
ქუთაის
|
|
მიზანი:
ზემო სვანეთის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და ახალგაზრდებმა გაიცნონ
ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილება, საქმიანობები, რათა უკეთ
გაიაზრონ და დაგეგმონ, რისი გაკეთება შეუძლიათ თავად საკუთარ თემში და სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში.
ორგანიზატორი:
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (СTC), პროექტის ,,სათემო ინიციატივების ხელშეწყობა
ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით” ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
- მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს CTC-ის მიერ ორგანიზებულ და მესტიის განათლების რესურს ცენტრის მიერ მხარდაჭერილ ტრენინგში სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.
- ზემო სვანეთის ახალგაზრდებს, ვინც მონაწილეობა მიიღო CTC-ის საგრანტო კონკურსში.
რა არის საჭირო კონკურსში მონაწილეობისთვის:
· სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა უნდა წარმოადგინონ
- ცნობა სკოლიდან
- კლუბში განხორციელებული საქმიანობის ჩამონათვალი და მოკლე აღწერა.
- 2012-2013 სასწავლო წლის პირველ სემესტრში განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა.
·
ახალგაზრდებმა
უნდა წარმოადგინონ
- მოკლე ბიოგრაფია და აღწერა რომელ პროექტში მიიღეს მონაწილეობა CTC-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
- გეგმა, როგორ გაუზიარებენ CTC-ის მიერ დაგეგმილი აქტივობებიდან (ტრენინგი, საგრანტო კონკურსი, სასწავლო ტური) მიღებულ ცოდნას ზემო სვანეთის ახალგაზრდებს (მაგ: აგვისტოში ჩავატარებთ საინფორმაციო შეხვედრას, სექტემბრის პირველ ნახევარში სემინარს პროექტის წერაზე, სექტემბერი-ოქტომბერში მივეხმარები ჯგუფს იდეების დამუშავებაში, ოქტომბერში დავეხმარები 2-3 ჯგუფს მცირე საგრანტო პროექტების წერაში ან სხვა...).
- წერილობითი ნებართვა ოჯახიდან, სასწავლო ტურში მონაწილეობაზე.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა
საჭირო დოკუმენტები 2012 წლის 12 ივლისის დღის ბოლომდე უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე:
pavle.tvaliashvili@ctc.org.ge ან მიიტანოთ CTC-ის მესტიის ოფისში (თამარ მეფის #56).
პროგრამა დაფინანსებულია!!
კონკურში გამარჯვებულ 14-15 მონაწილეს დაუფინანსდება:
- მგზავრობა (დაქირავებული მიკროავტობუსით)
- სასტუმროში ცხოვრება და კვება (საღამოს და დილას)
- ღონისძიებებში მონაწილეობა (მასპინძელ ორგანიზაციებში)
- ჯიბის ფული (საკუთარი შეხედულებისამებრ სახარჯად: კვება, პირადი ჰიგიენის ნივთები, სხვა...)
საკონტაქტო პირი: ია გურჩიანი
ტელ:
598 58 59 13