გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-Pried).
შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს ყველა საჯარო სკოლას სთავაზობს მონაწილეობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამაში დაწყებით (I-VI) კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის საპილოტე ეტაპი დაიწყება 2013 წლის თებერვალში და დასრულდება 2014 წლის ივნისში. ამჟამად, საპილოტე ფაზაში ჩასართავად დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით 121 საჯარო სკოლის შერჩევა.
ამ მიზნით, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი საინფორმაციო ბიულეტენი და პროექტში მონაწილეობის სააპლიკაციო ფორმა.
იხილეთ თანდართული ფაილები:
საინფორმაციო ბიულეტენი (ქართული)
საინფორმაციო ბიულეტენი (რუსული)
სააპლიკაციო ფორმა (ქართული)
სააპლიკაციო ფორმა (რუსული)
ინფორმაციის წყარო