26.3.13

CTC-ის ახალი პროექტი ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა ახალი პროექტის ”სასწავლო ტური ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის დასავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში” განხორციელება დაიწყო. პროექტი ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ არის დაფინანსებული.

პროექტის მიზანია ზემო სვანეთის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა აქტივისტების შესაძებლობების განვითარება დასავლეთ საქართველოში მოქმედი ეფექტური სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული პროგრამების გამოცდილების გაზიარების გზით.   პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
  • ერთი კომპლექსური სასწავლო ტურის მოწყობა ზემო სვანეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და ერთი კომპლექსური სასწავლო ტური ახალგაზრდა ლიდერებისთვის.
  • სასწავლო ტურების დროს მიღებული გამოცდილების გააზრებისა და გამოყენების მიზნით მონაწილეთა მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ღია გამოფენა-ბაზრობის ორგანიზება, სადაც ასევე მოხდება  ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
აღნიშნული პროექტი ჩამოყალიბდა CTC-ის სამ წლიანი პროექტის  ‘ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში.

                 

15.3.13

"ღია კარის" საგრანტო პროგრამა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) აცხადებს "ღია კარის" საგრანტო პროგრამას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებს, მოქალაქეთა არაფორმალურ გაერთიანებებს და ცალკეულ ინდივიდებს. საპროექტო განაცხადების მიიღება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გრანტის მოცულობა: $10 000-მდე
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირიდან 6 თვემდე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: ღია

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილები.

---

Attached file: http://www.jobs.ge/files/55236-ewmi-open-door.zip

მცირე გრანტების პროგრამა


ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
განაცხადების მიღება მცირე გრანტებზე
ახალი არასამთავრებო ორგანიზაციების გაძლიერება
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საგრანტო კონკურსის ფარგლებში იღებს განაცხადებს საქართველოს ახლად შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) მხარდასაჭერად. საგრანტო კონკურსი მიმართულია ახლად დაარსებული სსო-ების ორგანიზაციული გაძლიერებისაკენ, რათა გაზარდოს მათი ეფექტური და მდგრადი ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ადგილობრივი თემების პრობლემების მოსაგვარებლად.
წყარო: jobs.ge
ბმული
http://jobs.ge/54858/

გამომცხადებელი
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

გამოცხადების თარიღი
28.02.2013

განაცხადის ბოლო ვადა
28.03.2013

ტრენინგ კურსი სერბეთში

Training Course 2-10 May 2013 | Sajan (Kikinda), Serbia

1st European Passion Academy – Reaching your potential with finding your passion: Empowerment through Training in Key Competences

Within the “1st European Passion Academy" we will leave typical elements of international training courses behind us and open our time and the space of the venue for “finding your passion” using elements from OST technology (open space), bar camps etc.
Organizer:
CULTURE GOES EUROPE (CGE) - Soziokulturelle Initiative Erfurt e.V. (NGO/Others)
This activity is for participants from:
Albania, Armenia, Austria, Azerbaijan, France, Georgia, Germany, Greece, Hungary, Italy, Latvia, Lithuania, Macedonia, Former Yugoslav Republic of, Montenegro, Netherlands, Poland, Portugal, Romania, Russian Federation, Serbia, Spain, Turkey, Ukraine
Application deadline:
25 March 2013
(The short link for this training offer is http://trainings.salto-youth.net/3434)