26.3.13

CTC-ის ახალი პროექტი ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა ახალი პროექტის ”სასწავლო ტური ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის დასავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში” განხორციელება დაიწყო. პროექტი ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ არის დაფინანსებული.

პროექტის მიზანია ზემო სვანეთის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა აქტივისტების შესაძებლობების განვითარება დასავლეთ საქართველოში მოქმედი ეფექტური სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული პროგრამების გამოცდილების გაზიარების გზით.   პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
  • ერთი კომპლექსური სასწავლო ტურის მოწყობა ზემო სვანეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და ერთი კომპლექსური სასწავლო ტური ახალგაზრდა ლიდერებისთვის.
  • სასწავლო ტურების დროს მიღებული გამოცდილების გააზრებისა და გამოყენების მიზნით მონაწილეთა მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ღია გამოფენა-ბაზრობის ორგანიზება, სადაც ასევე მოხდება  ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
აღნიშნული პროექტი ჩამოყალიბდა CTC-ის სამ წლიანი პროექტის  ‘ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში.