31.7.13

ბიულეტენის მე-11 ნომერი


გამოვიდა ელექტრონული ბიულეტენის მე-11 ნომერი, რომელსაც გამოსცემს და ავრცელებს CTC ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ყოველ ორ თვეში ერთხელ.

ელექტრონული ბიულეტენი #11,ივლისი 2013 (გადმოწერეთ ამ ბმულიდან)




14.7.13

მცირე გრანტების კონკურსი თანამედროვე ხელოვნების სფეროში


შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო/შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, აცხადებს განაცხადების მიღებას მცირე გრანტების კონკურსისთვის თანამედროვე ხელოვნების სფეროში.

მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კრეატიული და ინოვაციური პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას.

კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ინდივიდუალურ მსურველებს.

პროექტისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3,500 შვეიცარულ ფრანკს და მისი განხორციელების პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს ექვს თვეს. ყველა პროექტი უნდა დასრულდეს 2014 წლის 1 მარტამდე. პროექტის დაწყება შესაძლებელი იქნება განაცხადების მიღების ბოლო ვადიდან 30 დღის შემდეგ.

ელექტრონული განაცხადების* მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 27 ივლისის 24:00 საათი. შევსებული ფორმა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: tamarjanashia@cumalab.com

დამატებითი კითხვების ან კონსულტაციის გავლის სურვილის შემთხვევაში, ზემოთ მითითებული ელფოსტის გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნომერი: 555 231577 (თამარ ჯანაშია).

*განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე http://jobs.ge/59844/

8.7.13

სემინარი ინგლისურის მცოდნე პედაგოგებისთვის


სემინარში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეეხმიანეთ არასამთავრობო ორგანიზაციას "სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია" არა უგვიანეს 10 ივლისის 17:00 სთ-ისა. 
inga01.09@gmail.com

A seminar for teachers on non-formal education
“Hand in hand – formal and non-formal education”
Georgia, 10-17 August 2013

WHAT IS THIS SEMINAR ABOUT?
The general idea of this non-formal education seminar is to bring together teachers from different European and Eastern European and Caucasian countries in order to build common understanding and exchange experience on how formal education could be combined with non-formal learning in order to promote the development of young people in rural areas where there are not that many opportunities than in bigger towns and cities.

The contents of the seminar would include:    
-          Principles, values and characteristics of non-formal learning (NFL)
-          Connection with formal education
-          Needs and interests of young people in different countries that could be better addressed by NFL methods
-          NFL methodology and application in life (also good practices)
-          Empowerment of rural youth
-          Opportunities of “Youth in Action” programme for youth


Profile of participants:
  • Motivated teachers, who work on daily basis with youth between 13 and 19 years old.
  • Strong interest in applying non-formal learning approach in school settings and wish to exchange experience with colleagues from other countries.
  • Motivation to establish cooperation.
  • Participants must have a good command of English.
  • Commitment to participate in ALL the activities of the seminar.

The Seminar will take place in Georgia, Bakuriani – one of the beautiful rural places in high mountains,  outside Tbilisi, the capital of Georgia. One can have a nice vacation here, breath fresh air and enjoy green nature.

სასწავლო ტურის პროექტი

პროექტი ”სასწავლო ტური ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის დასავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში” ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრიის მიერ. პროექტი ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ არის დაფინანსებული.
პროექტის მიზანია ზემო სვანეთის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა აქტივისტების შესაძებლობების განვითარება დასავლეთ საქართველოში მოქმედი ეფექტური სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული პროგრამების გამოცდილების გაზიარების გზით.   პროექტის ფარგლებში დაგეგმილია
  • ერთიკომპლექსური სასწავლო ტურის მოწყობა ზემო სვანეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და ერთი კომპლექსური სასწავლო ტური ახალგაზრდა ლიდერებისთვის. 
  • სასწავლო ტურების დროს მიღებული გამოცდილების გააზრებისა და გამოყენების მიზნით მონაწილეთა მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ღია გამოფენა-ბაზრობის ორგანიზება. სადაც ასევე მოხდება  ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
აღნიშნული პროექტი ჩამოყალიბდა CTC-ის სამ წლიანი პროექტის  ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში.


დეტალური ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ ბლოგზე: http://stus2013.blogspot.com/p/blog-page.html