8.7.13

სასწავლო ტურის პროექტი

პროექტი ”სასწავლო ტური ზემო სვანეთის აქტიური ლიდერებისთვის დასავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებში” ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრიის მიერ. პროექტი ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ არის დაფინანსებული.
პროექტის მიზანია ზემო სვანეთის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდა აქტივისტების შესაძებლობების განვითარება დასავლეთ საქართველოში მოქმედი ეფექტური სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული პროგრამების გამოცდილების გაზიარების გზით.   პროექტის ფარგლებში დაგეგმილია
  • ერთიკომპლექსური სასწავლო ტურის მოწყობა ზემო სვანეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და ერთი კომპლექსური სასწავლო ტური ახალგაზრდა ლიდერებისთვის. 
  • სასწავლო ტურების დროს მიღებული გამოცდილების გააზრებისა და გამოყენების მიზნით მონაწილეთა მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ღია გამოფენა-ბაზრობის ორგანიზება. სადაც ასევე მოხდება  ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
აღნიშნული პროექტი ჩამოყალიბდა CTC-ის სამ წლიანი პროექტის  ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში.


დეტალური ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ ბლოგზე: http://stus2013.blogspot.com/p/blog-page.html