30.1.14

სამუშაო შეხვედრა საგრანტო კონკურსში დასაფინანსებლად რეკომენდირებული პროექტების წარმომადგენლებისთვის

28-30 იანვარს ზემო სვანეთის არასამთავრობო ორაგნიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთა საპროექტო განაცხადები რეკომენდირებულ იქნა დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა


ეხვედრის მიზანი იყო დასაფინანსებლად რეკომენდირებული პროექტების წარმომადგენლებისთვის ჟიურის რეკომენდაციების გაცნობა და პროექტების ფინანსური და პროგრამული მართვისა და ანგარიშგებისთვის მომზადება. 


შეხვედრა გაიმართა CTC -ის თბილისის ოფისში. მას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი პავლე თვალიაშვილი და ფინანსური მენეჯერი იულია შენდრიკოვა.


მონაწილეებს ჩაუტარდათ ინტერაქტიული სემინარი თემაზე "ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში". გაეცნენ  აქტივობებში მონაწილეობის ხარისხს და მოსახლეობის ჩართულობის კიბეს. რის შემდეგაც, ჩართულობის იერარქიის მოდელის მიხედვით გაანალიზეს საკუთარი პროექტები.


მოხდა საგრანტო პროექტების ციკლის, ფინანსური და პროგრამული მართვისა და ანგარიშგების პროცედურების ახსნა და სწავლება.


შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ქვეგრანტის ჟიურის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე პროექტების სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობას.

27.1.14

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგები

CTC - ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის მესამე რაუნდში 7  საპროექტო განაცხადი შემოვიდა, მათგან 4 იყო კოალიციური პროექტი. კოალიციაში ჩართული იყვნენ  როგორც ადგილობრივი ორგანიზაციები, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის გარეთ მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციები. საგრანტო კონკურსში მთლიანობაში მონაწილეობა მიიღო 11-მა ორგანიზაციამ და ერთმა საინიციატივო ჯგუფმა.


საგრანტო კონკურსის კომისიამ განიხილა და 3 პროექტს გაუწია რეკომენდაცია დასაფინანსებლად, მხოლოდ კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში. კომისია წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული. დასაფინანსებლად რეომენდაცია გაეწია შემდეგ პროექტებს:
  1. ახალი ხაიში ძველის დასაცავად - განმხორციელებელი "მეოხი2010", მესტია. პარტნიორი ორგანიზაცია "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)"
  2. მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული - განმხორციელებელი სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი "ლაგუშედა", მესტია.  
  3. ამოვჩინოთ ჩვენი ბუნება - განმხორციელებლი "გამოვაჩინოთ სოფლად ახალგაზრდები", ფარი.     
მადლობას ვუხდით ყველა ორგანიზაციას საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის.