CTC - ის
ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
საინიციატივო ჯგუფებისათვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის მესამე რაუნდში
7 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, მათგან 4
იყო კოალიციური პროექტი. კოალიციაში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი ორგანიზაციები, ასევე
მესტიის მუნიციპალიტეტის გარეთ მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციები. საგრანტო
კონკურსში მთლიანობაში მონაწილეობა მიიღო 11-მა ორგანიზაციამ და ერთმა
საინიციატივო ჯგუფმა.
საგრანტო კონკურსის კომისიამ განიხილა და 3 პროექტს გაუწია რეკომენდაცია დასაფინანსებლად, მხოლოდ კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში. კომისია წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული. დასაფინანსებლად რეომენდაცია გაეწია შემდეგ პროექტებს:

- ახალი ხაიში ძველის დასაცავად - განმხორციელებელი "მეოხი2010", მესტია. პარტნიორი ორგანიზაცია "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)"
- მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული - განმხორციელებელი სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი "ლაგუშედა", მესტია.
- ამოვჩინოთ ჩვენი ბუნება - განმხორციელებლი "გამოვაჩინოთ სოფლად ახალგაზრდები", ფარი.