19.3.14

ზემო სვანეთში CTC-იმ 9 ახალგაზრდული მიკრო პროექტი დააფინანსა

CTC - ის პროექტის ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში ზემო სვანეთის ახალგაზრდებისთვის გამოცხადებულ მიკრო საგრანტო კონკურსში შემდეგი 9 პროექტი დაფინანსადა:
  • „სპორტი ჩვენი ცხოვრებაა“, ცხუმარის თემი, პროექტის დირექტორი გოჩა ქალდანი, ფინანსური პასუხისმგებელი დავით ჯაჭვლიანი.
  • „ჯანსაღი ცხოვრების წესი ხაიშის საჯარო სკოლაში“, ხაიშის თემი, პროექტის დირექტორი ვერიკო ჭკადუა, ფინანსური პასუხისმგებელი ნინო ქობალია.
  • „ცოდნა სინათლეა“, ლენჯერის თემი, პროექტის დირექტორი ლალი გულედანი, ფინანსური პასუხისმგებელი თათია კვიციანი.
  • „ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა“, მულახის თემის სოფელი მუჟალი, პროექტის დირექტორი მარიამ ზურებიანი, ფინანსური პასუხისმგებელი მადონა გიგანი.
  • „ტრადიციების კვალდაკვალ“, ეცერის თემი, პროექტის დირექტორი მარიამ გურჩიანი, ფინანსური პასუხისმგებელი მაკა გაბუნია.
  • „მხიარული ბავშვობა“, ეცერის თემი, პროექტის დირექტორი ზურა ხორგუანი, ფინანსური პასუხისმგბელეი ჯემალ გერლიანი.
  •  „წინ გამარჯვებისკენ“, ფარის თემი, პროექტის დირექტორი შმაგი ნარსავიძე, ფინანსური პასუხისმგებელი დათა ნარსავიძე.
  • „მრავალფუნქციური ოთახი“, ფარის თემი, პროექტის დირექტორი ხატია მიქიანი, ფინანსური პასუხისმგებელი მზია გვარმიანი.
  • „დაიჭირე წამი“, ფარის თემი, პროექტის დირექტორი ია ვიბლიანი, ფინანსური პასუხისმგებელი ლელა რეზესიძე.
პროექტები მიზნად ისახავს თემში არსებული პრობლემების ირგვლივ ახალგაზრდების ჩართულობას. ახალგაზრდული ინიციატივები ზემო სვანეთის 6 თემში: ცხუმარში, ეცერში, ფარში, ლენჯერში, მულახსა (ს. მუჟალი) და ხაიშში 3 თვის განმავლობაში განხორციელდება და ივნისის დასაწყისში დასრულდება. 

CTC-იმ ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდეგნილი 3 პროექტი დააფინანსა


CTC - ის პროექტის ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის გამოცხადებულ 2013 – 2014 წლის საგრანტო კონკურსში შემდეგი 3 პროექტი დაფინანსდა.
  • „როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო“ - ახორციელებს ორგანიზაცია „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები. პროექტი მოიცავს ფარის თემში გარემოს დაბინძურებისა და ნაგავსაყრელის პრობლემის ირგვლივ საზოგადოების მობილიზებასა და მათი მოსაზრების ადვოკატირებას.
  • „ახალი ხაიში ძველის დასაცავად“ - პროექტს „მეოხი2010“ პარტნიორ ორგანიზაციასთან „საქართველოს სამოქალაქო საზოგაზოდების განვითარების ასოციაცია (ACSDG) ერთად ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშში. პროექტი ეხება ჰუდონჰესის შესაძლო მშენებლობის შედეგად სამომავლოდ გამოწვეული გადასახლების საკითხებს.
  • „მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული“ - პროექტი, რომელსაც სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი „ლაგუშედა“ ახორციელებს, მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ზემო სვანეთის 17 თემში არსებული კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ტაძრის ნანგრევები, ციხე-კოშკების ნანგრევები, პერგამენტები, ხელნაწერები, ჯვრები, ლეგენდები, თქმულებები და სხვა) შესახებ ფოტო და ტექსტური ინფორმაციის მოძიებასა და გამოქვეყნებას.
პროექტები ორიენტირებულია საზოგადოებრივი განხილვების ჩატარებასა და თემში არსებული პრობლემის მოგვარებაში ხალხის ჩართულობაზე. ორგანიზაციებს დაწყებული აქვთ პირველი ეტაპის განხორციელება. პროექტები 3-თვიანია და 2014 წლის ივნისის დასაწყისში დასრულდება.