19.3.14

CTC-იმ ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდეგნილი 3 პროექტი დააფინანსა


CTC - ის პროექტის ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის გამოცხადებულ 2013 – 2014 წლის საგრანტო კონკურსში შემდეგი 3 პროექტი დაფინანსდა.
  • „როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო“ - ახორციელებს ორგანიზაცია „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები. პროექტი მოიცავს ფარის თემში გარემოს დაბინძურებისა და ნაგავსაყრელის პრობლემის ირგვლივ საზოგადოების მობილიზებასა და მათი მოსაზრების ადვოკატირებას.
  • „ახალი ხაიში ძველის დასაცავად“ - პროექტს „მეოხი2010“ პარტნიორ ორგანიზაციასთან „საქართველოს სამოქალაქო საზოგაზოდების განვითარების ასოციაცია (ACSDG) ერთად ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშში. პროექტი ეხება ჰუდონჰესის შესაძლო მშენებლობის შედეგად სამომავლოდ გამოწვეული გადასახლების საკითხებს.
  • „მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული“ - პროექტი, რომელსაც სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი „ლაგუშედა“ ახორციელებს, მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ზემო სვანეთის 17 თემში არსებული კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ტაძრის ნანგრევები, ციხე-კოშკების ნანგრევები, პერგამენტები, ხელნაწერები, ჯვრები, ლეგენდები, თქმულებები და სხვა) შესახებ ფოტო და ტექსტური ინფორმაციის მოძიებასა და გამოქვეყნებას.
პროექტები ორიენტირებულია საზოგადოებრივი განხილვების ჩატარებასა და თემში არსებული პრობლემის მოგვარებაში ხალხის ჩართულობაზე. ორგანიზაციებს დაწყებული აქვთ პირველი ეტაპის განხორციელება. პროექტები 3-თვიანია და 2014 წლის ივნისის დასაწყისში დასრულდება.