26.10.11




საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (www.aeag.org.ge) ორგანიზებით ა.წ. 20 და 21 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ”ამბასადორში” ჩატარდა კონფერენცია: ”ზრდასრულთა განათლება და საზოგადოების ტრანსფორმაცია”. 
კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) საქართველოს ფილიალი და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაცია (EAEA). 
კონფერენცია მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, საქართველოს განათლების პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული პირებისა და ორგანიზაციებისათვის ზრდასრულთა განათლების სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გაცნობასა და მეორე მხრივ, საქართველოს ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარების გზაზე შემდგომი ნაბიჯების დასახვას. 
კონფერენციაში მონაწილეობდნენ: უვე გარტენშლეგერი - სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციისა (dvv international) და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პიტერ ბელტრამი, სლოვენიის ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტის მრჩეველი; კატარინა პოპოვიჩი - ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი, ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე სომხეთისა და უზბეკეთის ზრდასრულთა განათლების ასოციაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობდა CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის კოორდინატორი პავლე თვალიაშვილი.
კონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო ზემო სვანეთში CTC-ის გამოცდილება ზრდასრულთა განათლების კუთხით.

საჯარო შეხვედრები

განცხადება

გატყობინებთ, რომ კომპანია Trans Electrica Ltd., რომელიც ძირითადად მოღვაწეობს ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვის, კვლევის, განხორციელების, ექსპლუატაციისა და მართვის სფეროში, ახორციელებს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.

პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ხოლო გადასახლების ჩარჩო დოკუმენტს ამზადებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია (APLR). მოცემულ ეტაპზე მომზადებულია წინასწარი (სკოპინგის) ანაგარიში (ანგარიში და პროექტთან დაკავშირებული სხვა მასალა თან იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.cenn.org/wssl/index.php?id=99).

გაცნობებთ, რომ
•    ა.წ. 4 ნოემბერს, 14:00 სოფელ ხაიშში სოფლის გამგეობის შენობაში;
•    ხოლო ა.წ. 11 ნოემბერს, 11:00 ქალაქ თბილისში სასტურმო რედისონ ბლუ ივერიაში

გაიმართება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის (წინასწარი) ანგარიშის საჯარო განხილვა.

თქვენი დასწრება აღნიშნულ საჯარო შეხვედრებში უაღრესად მნიშვნელოვანია.

23.10.11

"მოქალაქეთა ადვოკატირების გრანტების" (CAG) კონკურსი


პროგრამა "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) აცხადებს "მოქალაქეთა ადვოკატირების გრანტების" (CAG) კონკურსს და იწვევს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პირველ რიგში, რეგიონულ ორგანიზაციებს, წარმოადგინონ საგრანტო განაცხადები, რომელთა მიზანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელებისას მოქალაქეთა შეხედულებებისა და საჭიროებების გათვალისწინება, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა სახის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კონკრეტული მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანი ხარჯვის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იქნება.

G-PAC-ი უპირატესობას თბილისს გარეთ, რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს მიანიჭებს. G-PAC-ი ურჩევს კონკურსში მონაწილეებს, გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ თბილისში ან/და რეგიონებში მოქმედ ძლიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ან შექმნან კოალიციები და ქსელები, რაც მათ საკონკურსო განაცხადს გააძლიერებს.

წარმატებული საპროექტო განაცხადი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

** მიზნად ისახავდეს კონკრეტული პრობლემის გადაჭრას და ასაბუთებდეს, თუ რატომ არის მოცემული პრობლემა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ან/და კონკრეტული მიზნობრიბვი ჯგუფ(ებ)ისთვის
** ცხადყოფდეს, რომ პროექტის ინიციატორი ორგანიზაცია კარგად იცნობს პრობლემის არსს და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას
** შეიცავდეს კონკრეტულ, პრაქტიკულ, ინოვაციურ და კარგად ორგანიზებულ სამოქმედო გეგმას
** შეიცავდეს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანიც შერჩეული პრობლემისა და პროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და პროექტის განხორციელებაში მის ჩართვაზე იქნება ორიენტირებული
** დასახული მიზნის მისაღწევად ხელს უწყობდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლებას, მედიასა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობსა
** ნათლად ასახავდეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს და მათი შემცირების/თავიდან აცილების სტრატეგიას.

გრანტის მაქსიმალური რაოდენობა: 20 000 აშშ დოლარამდე.
პროექტის ხანგრძლიობა: 12 თვემდე.
კითხვების წარდგენის ბოლო ვადა: 4 ნოემბერი, 2011 წელი.
საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 16:30 სთ, 21 ნოემბერი, 2011 წელი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საგრანტო განაცხადის ფორმა. საგრანტო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ G-PAC-ის ვებგვერდიდან: http://www.ewmi-gpac.org ან http://www.jobs.ge-დან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ RfA.

განმარტებები. დამატებითი განმარტებების მისაღებად დაუკავშირდით G-PAC-ის გრანტების მენეჯერს, თამარ გერმანაშვილს მისამართზე: gtamara@ewmi-gpac.org.

"საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (USAID) და მას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის კვლევა, ანალიზი და ადვოკატირება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხელისუფლებას, იმოქმე
ოს მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე.

---

Attached file: http://www.jobs.ge/files/37061-CAG-grants.zip

21.10.11

ასისტენტი შერჩეულია

უცხოელმა ახალგაზრდა მკვლევარმა შეარჩია ასისტენტი და თარჯიმანი 6-12 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ნაშრომის გასაკეთებლად მესტიის მუნიციპალიტეტში.

17.10.11

ვეძებთ ასისტენტს

უცხოელ ახალგაზრდა მკვლევარს (გოგონა) ესაჭიროება ასისტენტი და თარჯიმანი 6-12 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ნაშრომის გასაკეთებლად მესტიის მუნიციპალიტეტში. მცირე ანაზღაურებით, ასევე დაუფინანსებს მგზავრობას და ცხოვრებას. დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ.

განაცხადების მიღება დამთავრდა

დამთავრდა განაცხადების მიღება პროექტში არსებულ ვაკანსიებზე. ამ დღეებში დაიწყება კანდიდატურების დოკუმენტების განხილვა.

16.10.11

ვაკანსიები


პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ორი ვაკანსია:
მესტიაში ახალგაზრდული და განათლების კომპონენტების კოორდინატორისა და თბილისში პროექტის ასისტენტის ვაკანსიებზე. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა 16 ოქტომბერი.