პროგრამა
"საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება
საქართველოში" (G-PAC) აცხადებს "მოქალაქეთა
ადვოკატირების გრანტების" (CAG) კონკურსს და იწვევს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პირველ რიგში,
რეგიონულ ორგანიზაციებს, წარმოადგინონ საგრანტო განაცხადები, რომელთა მიზანი
ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელებისას მოქალაქეთა
შეხედულებებისა და საჭიროებების გათვალისწინება, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული
სხვადასხვა სახის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობისა და
ანგარიშვალდებულების კონკრეტული მექანიზმების შემუშავება და დანერგვა,
საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანი ხარჯვის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ძირითადი
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იქნება.
G-PAC-ი უპირატესობას თბილისს გარეთ, რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს მიანიჭებს. G-PAC-ი ურჩევს კონკურსში მონაწილეებს, გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ თბილისში ან/და რეგიონებში მოქმედ ძლიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ან შექმნან კოალიციები და ქსელები, რაც მათ საკონკურსო განაცხადს გააძლიერებს.
წარმატებული საპროექტო განაცხადი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
** მიზნად ისახავდეს კონკრეტული პრობლემის გადაჭრას და ასაბუთებდეს, თუ რატომ არის მოცემული პრობლემა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ან/და კონკრეტული მიზნობრიბვი ჯგუფ(ებ)ისთვის
** ცხადყოფდეს, რომ პროექტის ინიციატორი ორგანიზაცია კარგად იცნობს პრობლემის არსს და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას
** შეიცავდეს კონკრეტულ, პრაქტიკულ, ინოვაციურ და კარგად ორგანიზებულ სამოქმედო გეგმას
** შეიცავდეს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანიც შერჩეული პრობლემისა და პროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და პროექტის განხორციელებაში მის ჩართვაზე იქნება ორიენტირებული
** დასახული მიზნის მისაღწევად ხელს უწყობდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელისუფლებას, მედიასა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობსა
** ნათლად ასახავდეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს და მათი შემცირების/თავიდან აცილების სტრატეგიას.
გრანტის მაქსიმალური რაოდენობა: 20 000 აშშ დოლარამდე.
პროექტის ხანგრძლიობა: 12 თვემდე.
კითხვების წარდგენის ბოლო ვადა: 4 ნოემბერი, 2011 წელი.
საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 16:30 სთ, 21 ნოემბერი, 2011 წელი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საგრანტო განაცხადის ფორმა. საგრანტო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ G-PAC-ის ვებგვერდიდან: http://www.ewmi-gpac.org ან http://www.jobs.ge-დან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ RfA.
განმარტებები. დამატებითი განმარტებების მისაღებად დაუკავშირდით G-PAC-ის გრანტების მენეჯერს, თამარ გერმანაშვილს მისამართზე: gtamara@ewmi-gpac.org.
"საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC) დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (USAID) და მას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის კვლევა, ანალიზი და ადვოკატირება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხელისუფლებას, იმოქმედოს მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე.
---
Attached file: http://www.jobs.ge/files/37061-CAG-grants.zip