17.11.11

გაეროს მოდელირება 10-12 კლასის მოსწავლეებისთვის




"ახალგაზრდული ხედვა საქართველო" აცხადებს აპლიკაციების მიღებას დელეგატის პოზიციაზე გაეროს მოდელირებისათვის, რომელიც ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით 16-18 დეკემბერს. დელეგატის პოზიციაზე აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ 10-12 კლასის მოსწავლეებს.

აპლიკაციის ფორმა ნახეთ აქ.

ეროვნული კონფერენცია „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება”


15 და 16 ნოემბერს, თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ”, გაიმართა ეროვნული კონფერენცია „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება”. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით შემოშავებული პრიორიტეტები და რეკომენდაციები შეიმუშავეს. კონფერენციის შედეგები საფუძვლად დაიდება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. დოკუმენტთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე www.youth.gov.ge. კონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით ჩატარდა.



კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ია გურჩიანმა ”მეოხი -2010” და პავლე თვალიაშვილმა-CTC.

11.11.11

ტრენინგი უკრაინაში

2nd annual International Human Rights Training Session (IHRTS)

Kiev, Ukraine

March 25 – April 6, 2012

“We have been transformed from representatives of different countries to a group with shared concerns, thoughts and views. We started with five different languages - Armenian, Azerbaijani, Georgian, Ukrainian and Russian, but now we're all trying to think and speak with a Human Rights alphabet”.

- Participant IHRTS, March 2011


სამუშაო ენა რუსული,

განაცხადის ფორმისა და სხვა დოკუმენტების სანახავად ჩამოტვირთეთ ეს საქაღალდე.

პრეზენტაცია CTC რესურს ცენტრში

2011 წლის 11 ნოემბერს CTC რესურს ცენტრში გაიმართა ორაგნიზაცია ‘’გ. თიკანაძის ახალგაზრდული ცენტრის’’ მიერ განხორციელებული პროექტის ‘’ზუგდიდი - მესტიის გზის მშენებლობის სამოქალაქო მონიტორინგი და გზის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული ოჯახების ინტერესების დაცვა’’- პრეზენტაცია. მონაწილეობა მიიღეს ევრო კავშირის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, ‘’მესტიის რაიონის ინვალიდთა და დევნილთა კავშირის’’, ‘’მეოხი-2010’’-ის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ჩატარება CTC მესტიის რესურსცენტრმა უზრუნველყო დარბაზითა და კომპიუტერული ტექნიკით. შეხვედრას ესწრებოდა 17 მონაწილე.

ფინელი სპეციალისტების შეხვედრა ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან

2011 წლის 10 ნოემბერს CTC მესტიის რესურს ცენტრში გაიმართა ორგანიზაცია ‘’ბიბლიოთეკების ელექტრონული გაერთიანების’’ ფინეთის წარმომადგენლების შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ბეჩო, ლატალი, ჰადიში და დაბა მესტიის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან. აღნიშნული პროექტში მესტიის მუნიციპალიტეტის ჩართვაში მონაწილეობა მიიღო მესტიის რესურს ცენტრმა, რომელმაც ინტერნეტ კავშირით უზრუნველყო პროექტის კოორდინატორ კრისტინა ვირტანენთან სათანადო კონტაქტი და მასალების მიწოდება. ამ ეტაპზე კი - შეხვედრის უზრუნველყოფა დარბაზითა და კომპიუტერული ტექნიკით. ქალბატონმა კ. ვირტანენმა აღნიშნა,რომ არ ყოფილიყო რესურს ცენტრის მონაწილეობა ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდა 22 მონაწილე.

შეხვედრა ხაიშში

2011 წლის 4 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ჩატარდა მესტიის რაიონის მოსახლეობის შეხვედრა კომპანია „Trans Electrica Limited“-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მოსახლეობას გააცნეს ხუდონჰესის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სკოპინგ შეფასება. ორგანიზაციამ CTC-ის დახმარებით მოქმედმა ორგანიზაციამ ‘’მეოხი - 2010’’, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაცია ‘’მწვანე ალტერნატივას’’ პარტნიორს პროექტის ადგილობრივი თემების გაძლიერება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის რეგიონში’’ განხორციელებაში, უზრუნველყო სოფელ ხაიშში ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა ჩართვა დაბა მესტიიდან. მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ‘’სვანეთის ტურიზმის ცენტრი’’, ‘’სვანური კოშკის ისტორიულ მფლობელთა მემკვიდრეები’’, და საზოგადოების წარმომადგენლებმა.


9.11.11

სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი გიწვევთ

2011 წლის 14 ნოემბრის 14:00 სთ-ზე დაბა მესტიაში (თამარ მეფის ქ.) CTC-ის ოფისში გაიმართება პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება პროექტის შედეგები: სამოქალაქო მონიტორინგი ზუგდიდი -მესტიის გზის მშენებლობის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ("Civic monitoring of the Zugdidi-Mestia Road Contraction to protect the interest of families living in adjacent areas", by support of G-PAC).

პრეზენტაციას ჩაატარებს გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი.

ორგანიზაცია დამსწრეებს გააცნობს გამოცდილებას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებში. გაზიარებული იქნება არა მხოლოდ თეორიული საფუძვლები, არამედ პრაქტიკული რეკომენდაციებიც, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტული პროექტის განხორციელებისას მიღებულ გამოცდილებაზე.

პრეზენტაციის მიზანია დამწყებ ორგანიზაციებს გააცნოს პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკა.

ნაჩვენები იქნება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი კონკრეტული, თემისთვის მნიშვნელოვანი პრობელემების გადაჭრაში. განხილული იქნება მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის თანამშრომლობის უპირატესობა.

დამსწრეებს შეუძლიათ კითხევბი დაუსვან, როგორც სვანეთის ახალგაზრდული ცენტრის (ლატალი) , ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ”ასა” (ქუთაისი, 10 წელზე მეტი გამოცდილებით სამოქალაქო მონიტორინგის სფეროში) და ორგანიზაციის ”Policy, Advocacy and Civil Society Development in Georgia(G-PAC, თბილისი) წარმომადგენლებს.

მოწვეულები არიან სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე აქტიური ადამიანები ბეჩოდან, ლატალიდან, ლენჯერიდან, მესტიიდან.

საკონტაქტო პირი

გიგლა ფარჯიანი. სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ტრენერი.
გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი.

მობილური

599-44-79-78

სოფ. ლატალი

დასწრების მსურველმა ორგანიზაციებმა, აქტიური ჯგუფების წარმომადგენლებმა და ლიდერებმა გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ტელეფონზე.

კონფერენცია ახალგაზრდების საკითხებზე

გაცნობებთ, რომ საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფოდთან ერთად ახორციელებს "სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის" განვითარების პროექტს. 2011 წლის ბოლომდე იგეგმება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს:

ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პოტენციალის გამოვლენას და მათ ჰარმონიულ განვითარებას; განსაზღვროს სახელმწიფოს ხედვა, დამოკიდებულება და მექანიზმები ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ; ხელი შეუწყოს ახალგაზრდული სექტორის ეფექტურ მართვას, გრძელვადიანი მიდგომის, მდგრადი საქმიანობისა და სუბიექტებს შორის კოორდინირებული მუშაობის გზით.

2011 წლის 15-16 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება პირველი ეროვნული კონფერენცია, რომელიც განიხილავს ახალგაზრდული პოლიტიკის სადისკუსიო დოკუმენტს. მონაწილეობის მსურვილებმა გთხოვთ შეავსოთ online სააპლიკაციო ფორმა.

სრული ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ შემდეგ მისამართზე

http://youth.gov.ge/?p=876

რეგიონებიდან მონაწილე პირთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

7.11.11

საგრანტო კონკურსი

"Management Systems International" აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14 ნოემბერი, 2011 წ.

ამ განცხადების სრული ტექსტი (ინგლისურ ენაზე) იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

2.11.11

ვაკანსია ადგილობრივი კადრისთვის.

ვაკანსიის დასახელება: 
პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორი მესტიაში
 
პროექტი: ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ადგილობრივი პირებისა და ახალგაზრდების გაძლიერებით”.
სამუშაო დროის განაკვეთი: კვირაში სრული 5 დღე (100% დატვირთვა).
სამუშაო საათები: 9.30-18.00;
უშუალო დაქვემდებარებაშია: პროექტის დირექტორთან.
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 2 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით, რომლის დამთავრების შემდეგაც დაიდება კონტრაქტი 10 თვით. შემდეგ კონტრაქტი გაგრძელდება კიდევ 2 წლით (პროექტის ბოლომდე)

პასუხისმგებლობის სფერო

• პროექტის განათლებისა და ახალგაზრდულ კომპონენტში საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საქმეების წარმოება;
• სამიზნე ჯგუფების მობილიზება და ინფორმირება;
• შეხვედრების ჩატარება სამიზნე ჯგუფებთან;
• სკოლის დირექტორების და მასწავლებლების ინფორმირება მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ;
• გრანტების კომპონენტში გასავრცელებელი ინფორმაციის მომზადება;
• განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ადგილობრივ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროგრამებთან.
• ახალგაზრდების ინფორმირება;
• საგრანტო კონკურსის მონაწილეების კონსულტირება პროექტების მომზადების, განხორციელების, ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიშგების პერიოდში.
• სასკოლო ღონისძიებების მონიტორინგი;
• ინფორმაციის (ფოტო და ტექსტური) მომზადება მიმდინარე ღონისძიებების შესახებ;
• ინფორმაციის დამუშავება/სტატისტიკის წარმოება/ანალიზი;
• რეპორტების წარდგენა პროექტის ასისტენტისათვის ყოველი კვირის ბოლო სამუშაო დღეს.
 
სამუშაო ადგილი: დაბა მესტია, CTC-ის მესტიის სათემო რესურს-ცენტრი .
პერიოდული მგზავრობა ზემო სვანეთის სოფლებში.
თბილისში და საქართველოს რეგიონებში სამუშაო შეხვედრებში და ტრენინგებში მონაწილეობა. საერთაშორისო პროექტებში/გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება;
სტაჟი/გამოცდილება: მინიმუმ 2 წლის მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო, ბიზნეს ან არასამთავრობო სექტორში, სასურველია ჰქონდეს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
და იცნობდეს ახალგაზრდებთან მუშაობის სპეციფიკას ოფისში და ოფისის გარეთ.
უნარები/დამოკიდებულებები
• პიროვნებათშორისი კომპეტენციები;
• ლოგიკური აზროვნება
• პრეზენტაციებში ფორმულების, ცხრილების, გრაფიკების გამოყენება;
• უნარი, გამოთქვას აზრი წერილობით და ზეპირად;
• ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება;
• ინიციატივიანობა და შემოქმედებითობა;
• დამოუკიდებლად სწავლის უნარი;
• მოქალაქეობრივი მსოფლხედველობა.

ენების ცოდნა:
• ქართულ ენაზე კომუნიკაცია;
• ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია: წერა, კითხვა, საუბარი (საბაზისო დონეზე)

კომპიუტერული პროგრამები

MS. Word, Excel, WEB2.0 (Blogger an Wordpress); Photoshop; სოციალური მედიის (Facebook) გამოყენების უნარი


სასურველია კანდიდატს გააჩნდეს
სურვილი მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებშიც
მონაწილეობენ ახალგაზრდები 18-დან 30 წლამდე ევროკავშირის პროგრამის ”ახალგაზრდობა მოქმედებაში” ფარგლებში

კანდიდატმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად ელ. ფოსტაზე: vacancy@ctc.org.ge;

• Subject:-ში უნდა მიუთითოს - კოორდინატორი მესტიაში;

• განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 9 ნოემბერი 17.00 სთ;

• დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნას ერთ ფოლდერში დაარქივებული სახით:
  1. • CV;
  2. • მოტივაციის წერილი;
  3. • ფოტო;
  4. • რეკომენდატორები წინა სამსახურებიდან - უშუალო ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია;

• არ განიხილება იმ პირების განაცხადები, რომლებიც არ დაიცავენ მითითებულ წესებს;
• შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება თბილისში;
• CTC დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისათვის შერჩეულ კანდიდატებს.