2011 წლის 14 ნოემბრის 14:00 სთ-ზე დაბა მესტიაში (თამარ მეფის ქ.) CTC-ის ოფისში გაიმართება პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება პროექტის შედეგები: სამოქალაქო მონიტორინგი ზუგდიდი -მესტიის გზის მშენებლობის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ("Civic monitoring of the Zugdidi-Mestia Road Contraction to protect the interest of families living in adjacent areas", by support of G-PAC).
პრეზენტაციას ჩაატარებს გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი.
ორგანიზაცია დამსწრეებს გააცნობს გამოცდილებას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებში. გაზიარებული იქნება არა მხოლოდ თეორიული საფუძვლები, არამედ პრაქტიკული რეკომენდაციებიც, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტული პროექტის განხორციელებისას მიღებულ გამოცდილებაზე.
პრეზენტაციის მიზანია დამწყებ ორგანიზაციებს გააცნოს პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკა.
ნაჩვენები იქნება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი კონკრეტული, თემისთვის მნიშვნელოვანი პრობელემების გადაჭრაში. განხილული იქნება მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის თანამშრომლობის უპირატესობა.
დამსწრეებს შეუძლიათ კითხევბი დაუსვან, როგორც სვანეთის ახალგაზრდული ცენტრის (ლატალი) , ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ”ასა” (ქუთაისი, 10 წელზე მეტი გამოცდილებით სამოქალაქო მონიტორინგის სფეროში) და ორგანიზაციის ”Policy, Advocacy and Civil Society Development in Georgia”(G-PAC, თბილისი) წარმომადგენლებს.
მოწვეულები არიან სვანეთის არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე აქტიური ადამიანები ბეჩოდან, ლატალიდან, ლენჯერიდან, მესტიიდან.
საკონტაქტო პირი
გიგლა ფარჯიანი. სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ტრენერი.
გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი.
მობილური
599-44-79-78
სოფ. ლატალი
დასწრების მსურველმა ორგანიზაციებმა, აქტიური ჯგუფების წარმომადგენლებმა და ლიდერებმა გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ტელეფონზე.