2011 წლის 10 ნოემბერს CTC მესტიის რესურს ცენტრში გაიმართა ორგანიზაცია ‘’ბიბლიოთეკების ელექტრონული გაერთიანების’’ ფინეთის წარმომადგენლების შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ბეჩო, ლატალი, ჰადიში და დაბა მესტიის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან. აღნიშნული პროექტში მესტიის მუნიციპალიტეტის ჩართვაში მონაწილეობა მიიღო მესტიის რესურს ცენტრმა, რომელმაც ინტერნეტ კავშირით უზრუნველყო პროექტის კოორდინატორ კრისტინა ვირტანენთან სათანადო კონტაქტი და მასალების მიწოდება. ამ ეტაპზე კი - შეხვედრის უზრუნველყოფა დარბაზითა და კომპიუტერული ტექნიკით. ქალბატონმა კ. ვირტანენმა აღნიშნა,რომ არ ყოფილიყო რესურს ცენტრის მონაწილეობა ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდა 22 მონაწილე.