30.1.12

სემინარი უკრაინაში

თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა ან ახალგაზრდებთან მომუშავე ლიდერი, შეგიძლიათ მოიპოვოთ დაფინანსება და დაესწროთ კონტაქტების დასამყარებელ სემინარს უკრაინაში, სადაც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრაში, წარადგენენ ქვეყანას და ახალგაზრდებთან მუშაობის ფორმებს. შესაძლებელი იქნება მომავალი პროექტების იდეების გაზიარება.

შეხვედრაში მონაწილეობა სრულად ფინანსდება.


Title: Go East!
Deadline to apply: 2012-02-12
Activity organised by: SALTO Eastern Europe and Caucasus Resource Centre
Type of organisation: SALTO
From 2012-03-04 to 2012-03-09 in Ukraine
For participants from: YOUTH IN ACTION PROGRAMME COUNTRIES, Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova, Ukraine

Summary:
Are you involved in youth work? Have you heard about Eastern Partnership Youth Window? Are you ready to open this "window" for your organisation? If the answers are "YES", then then Contact Making Seminar "Go East!" is for YOU!

For detailed information, please have a look at http://www.salto-youth.net/tools/european-training-calendar/goto-training/2425/

28.1.12

კონფერენცია ,,პროფესიონალიზმი სვანეთის ხვალინდელი დღეა“

2012 წლის 27 იანვარს CTC-ის ზემო სვანეთის თანამშრომლებმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების ჯგუფების კომპონენტის კოორდინატორმა ირინა გურჩიანმა და ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორმა ია გურჩიანმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში ,,პროფესიონალიზმი სვანეთის ხვალინდელი დღეა“.კონფერენციის მასპინძელი იყო მესტიის ს.ს.ი.პ პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი“.

კონფერენციის მიზანი იყო სამუშაოს მაძიებლებისათვის მესტიის ს.ს.ი.პ პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი“-ის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაცნობა,პოტენციური დამსაქმებლების მოზიდვა და დაინტერესება პროფესიული კადრებით და დასაქმების პრობლება მესტიის მუნიციპალიტეტში.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ:გუბერნიის წარმომადგენელი,მესტიის მუნიციპალიტეტის დეპუტატი,ადგილობრივი თვითმმართველობა,რეგიონში მომუშავე კერძო კომპანიები და ბიზნეს ორგანიზაციები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები,რომლებშიც აისახა ზემო სვანეთის დასაქმებისა და პროფესიული განათლების პერსპექტივები,გაკეთდა ფაკულტეტის დარგობრივი ანალიზი.მონაწილეები გაეცნენ ს.ს.ი.პ. პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი“-ის საქმიანობასა და შესაძლებლობებს,კერძოდ ჩატარდა რამდენიმე ფაკულტეტის მასტერ-კლასი და ნამუშევრების გამოფენა.


ს.ს.ი.პ. პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი“-ის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა

24.1.12

ჩახუტების საერთაშორისო დღე

2012 წლის 21იანვარს მესტიაში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნა.ღონიძიება ჩატარდა მსოფლიოს მასშტაბით,რასაც მესტიაში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი გამოეხმაურა . ამ ხალისიანი დღის ორგანიზატორი იყო CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორი ია გურჩიანი.

ჩახუტების ნაციონალური დღე,პირველად ფართო მასშტაბით ამერიკის შეერთებულ შტატებში 1986 წელს აღინიშნა. დღის დამაარსებელი კევინ ზაბორნია, რომელსაც ჩახუტების ელჩსაც უწოდებენ. მოგვიანებით ამ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა და მას ჩახუტების საერთაშორისო დღე ეწოდა.

23.1.12

ტრენინგ კურსი პოლონეთში

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18 წლის ზევით და ახალგზარდებთან მომუშავე ადამიანებს ასაკის შეუზღუდავად. კონკურსში გამარჯვებული მიიღებს 100% დაფინანსებას.


Title: Factory of Change TC

Deadline to apply: 2012-02-19
Activity organised by: Polish National Agency of the Youth in Action Programme
Type of organisation: National Agency
From 2012-04-24 to 2012-04-29 in Poland
For participants from: YOUTH IN ACTION PROGRAMME COUNTRIES, SOUTH-EAST EUROPE, EASTERN EUROPE AND CAUCASUS

Summary:
Training course which aims at creating a space where participants can explore: the role of change in their life, how do they respond to change and how to support young people in the changes they are facing.

For detailed information, please have a look at http://www.salto-youth.net/tools/european-training-calendar/goto-training/2402/

9.1.12

მაშავის ტრენინგ კურსები ისრაელში

გამოცხადებულია აპლიკაციების მიღება ისრაელში მაშავის ტრენინგ კურსებზე 2012 წლისთვის.

პირობები:

  • სწავლება და ცხოვრება უფასოა.
  • მაშავის თბილისის ცენტრში აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადა არის კურსის ბროშურაში მითითებულ ვადაზე 15 დღით ადრე. (კურსების ბროშურაში მითითებული თარიღი არის კურსის ჩატარების პერიოდი.)
  • სამუშაო ენა არის ინგლისური ან რუსული.

დაწვრილებით პირობები, კურსების აღწერა და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. კონსულტაციისთვის შეეხმიანეთ მაშავის თბილისის ცენტრს.

მის: აღმაშენებლის გამზ. 154

ტელ: 2 55 65 00 (#500, #541)

E-mail: consulassist2@tbilisi.mfa.gov.il mashav@tbilisi.mfa.gov.il

საკონტაქტო პირი - ნონა გოგოშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-ხუთშაბათი: 10:00 -17:00, პარასკევი: 10:00 – 15:00