2012 წლის 21იანვარს მესტიაში ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნა.ღონისძიება ჩატარდა მსოფლიოს მასშტაბით,რასაც მესტიაში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი გამოეხმაურა . ამ ხალისიანი დღის ორგანიზატორი იყო CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორი ია გურჩიანი.
ჩახუტების ნაციონალური დღე,პირველად ფართო მასშტაბით ამერიკის შეერთებულ შტატებში 1986 წელს აღინიშნა. დღის დამაარსებელი კევინ ზაბორნია, რომელსაც ჩახუტების ელჩსაც უწოდებენ. მოგვიანებით ამ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა და მას ჩახუტების საერთაშორისო დღე ეწოდა.