2012 წლის 27 იანვარს CTC-ის ზემო სვანეთის თანამშრომლებმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების ჯგუფების კომპონენტის კოორდინატორმა ირინა გურჩიანმა და ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორმა ია გურჩიანმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში ,,პროფესიონალიზმი სვანეთის ხვალინდელი დღეა“.კონფერენციის მასპინძელი იყო მესტიის ს.ს.ი.პ პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი“.
კონფერენციის მიზანი იყო სამუშაოს მაძიებლებისათვის მესტიის ს.ს.ი.პ პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი“-ის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაცნობა,პოტენციური დამსაქმებლების მოზიდვა და დაინტერესება პროფესიული კადრებით და დასაქმების პრობლება მესტიის მუნიციპალიტეტში.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ:გუბერნიის წარმომადგენელი,მესტიის მუნიციპალიტეტის დეპუტატი,ადგილობრივი თვითმმართველობა,რეგიონში მომუშავე კერძო კომპანიები და ბიზნეს ორგანიზაციები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები,რომლებშიც აისახა ზემო სვანეთის დასაქმებისა და პროფესიული განათლების პერსპექტივები,გაკეთდა ფაკულტეტის დარგობრივი ანალიზი.მონაწილეები გაეცნენ ს.ს.ი.პ. პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი“-ის საქმიანობასა და შესაძლებლობებს,კერძოდ ჩატარდა რამდენიმე ფაკულტეტის მასტერ-კლასი და ნამუშევრების გამოფენა.
ს.ს.ი.პ. პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი“-ის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა