12.4.12

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სოციალურ მეწარმეობაში


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევს საზოგადოებრივი ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში - ბიზნეს გეგმის შემუშავება სოციალური საწარმოებისთვის, რომელიც ტარდება 23-26 აპრილს (თბილისი).

ტრენინგი მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის, როგორც საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფორმის დანერგვას. ტრენინგის მონაწილენი მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის შესახებ, შეისწავლიან სოციალური საწარმოს დაგეგმვის, ორგანიზების, მარკეტინგულ და ფინანსურ ასპექტებს.

შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ორგანიზაციაში სოციალური მეწარმეობის კუთხით არსებული გამოცდილება და/ან პოტენციალი, რომელსაც წარმოადგენეთ სააპლიკაციო ფორმითა და სამოტივაციო წერილით. პრიორიტეტი მიენიჭებათ ორგანიზაციებს, ვისაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ცენტრის მიერ გამართულ მსგავსი ტიპის ტრენინგში. ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა შეზღუდულია.

ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ:

1.      არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს;
2.   ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, აქვს სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა ან მისი განვითარების შესაძლებლობა და სურვილი;
3.   მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ სრულად დაესწრონ ტრენინგს 4 დღის განმავლობაში (23-26 აპრილი).

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ არაუგვიანეს
.. 17 აპრილი, 16:00 საათისა

1. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1,5 გვერდი), სადაც მოკლედ აღწერთ:

  • აქვს თუ არა ორგანიზაციას სოციალური მეწარმეობის გამოცდილება;
  • აპირებს თუ არა მსგავსი პრაქტიკის გაფართოებას / დანერგვას მომავალში;
  • კონკრეტულად, რას ელით თქვენ დაგეგმილი ტრენინგიდან.

2. სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დოკუმენტი  ჩამოტვირთეთ ამ ლინკიდან ან ორგანიზაციის ვებ-გვერდიდან: www.csrdg.ge)

საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია:
1. ელექტრონული სახით: apply@csrdg.ge  ან 2. ნაბეჭდი სახით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში, მისამართზე: თბილისი, დელისის 1 შესახვევი, 5ª, ტელ.: (+995 32) 2399019/18.

საკონტაქტო პირი: ქეთი კაკაბაძე