22.4.12

„დედამიწის დღე” მესტიაში

 22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქციებს მესტიის ახალგაზრდები გამოეხმაურნენ.  აქციის მიზანი იყო CTC-ის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება  და ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება .
CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული კომპონენტისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეოხი 2010 ”- ის ორგანიზებით ახალგაზრდა მოხალისეებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია და დისკუსია ეკოლოგიურ საკითხებზე.
მესტიაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში 9 ახალგაზრდა ჩაერთო. ღონისძიება CTC-ის ოფისში 2 საათზე  დაიწყო. დისკუსია-განხილვაზე ახალგაზრდებმა ისაუბრეს გარემოს დაცვით  პრობლემებზე, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს შენარჩუნებაზე .
დისკუსიის შემდეგ ახალგაზრდებმა CTC-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და ამით თავიანთი წვლილი შეიტანეს  უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.
ყოველი წელს  დედამიწის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.
დედამიწის დღე 1970 წლიდან 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც  სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.