6.8.12

საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდებისთვის

,,თანატოლთა განათლება ტრეფიკინგის პრევენციისთვის - საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის" . 
პროექტს ახორციელებს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“.

ბანაკის ჩატარების ადგილი:  დაბა ბაკურიანი

ბანაკის ჩატარების დრო :  17-22 აგვისტო.

საზაფხულო ბანაკი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ტრეფიკინგის პრევენციის საკითხებში ინფორმაციის მიწოდებას და საბაზისო უნარ-ჩვევების განვითარებას, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ტრეფიკინგის პრევენციის ცენტრებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები 18-25 წლამდე, სულ 24 მონაწილე. 

სამუშაო ენა - ქართული.

პროექტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ შეამოწმეთ მიბმული ლინკი და დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 10 აგვისტოსა.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით :
პროექტის კოორდინატორი: ლეილა ტევონიანი
ელ. ფოსტა : leila@droni.org
ტელ: 598 696813