7.9.12

ახალგაზრდული პროექტი მესტიაში

მესტიაში ხორციელდება ახალგაზრდულ პროექტი  "დასავლეთი ხვდება აღმოსავლეთს. სოფლის განვითარება მეწარმეობის გზით.
პროექტი დაიწყო 6 სექტემბერს. პროექტში მონაწილეობენ ახალაგზრდები ესტონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინადან და საქართველოდან. საქართველოს ჯგუფს წარმოადგენენ ზემო სვანეთის ახალაგზრდები: ნიკოლოზ ფალიანი, სერგო ბარლიანი, ლონდა საბანიძე და ნინო შამფრიანი. ასევე მონაწილეობენ თინათინ ღვინიაშილი (ჯგუფის ლიდერი) და თეა მხეიძე.

პროექტი მოიცავს სემინარებს და ვორქშოფებს მეწარმეობის და ბიზნესის განვითარების საკითხებზე, ერთმანეთის კულტურების გაცნობასა და ახალაგაზრდების  დაახლოებას, გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებს.
პროექტს ახორციელებს ესტონური ორგანიზაცია ,,Sphere”. პროექტის პარტნიორი და საქართველოში მასპინძელი ორგანიზაციაა კონსულტაციისა დატრენინგის ცენტრი CTC . პროექტი დასრულდება 11 სექტემბერს.