|
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
|
სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაკონკურსი
“ფინანსური მხარდაჭერა სოციალური საწარმოებისათვის”
მოთხოვნები საპროექტო განაცხადზესექტემბერი, 2012 წელი
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პროექტს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზის, განვითარების ხელშეწყობა.ინიციატივა ხორციელდება გერმანული ფონდი EED-ის ფინანსური მხარდაჭერით.პროგრამის ფარგლებში ცხადდება სოციალური საწარმოების მხარდაჭერის კონკურსი შემდეგი პირობებით:
კონკურსის მიზანი:
კონკურსის
მიზანია ხელი
შეუწყოს საზოგადოებრივ
ორგანიზაციებში
ინოვაციური ბიზნეს
მიდგომების განვითარებას,
მათი სოციალური
ან/და
გარემოსდაცვითი
მისიისა და
მიზნების მხარდასაჭერად.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებსაც გააჩნიათ სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება, ან აქვთ ნათელი წარმოდგენა და შესაძლებლობა ორგანიზაციაში განავითარონ შემოსავლის მომტანი საქმიანობები.
კონკურსის პირობები:
თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა არანაკლებ 10%-იანი ფულადი თანადაფინანსების უზრუნველყოფა.
პროექტებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ბიზნესისა და მარკეტინგის სპეციალისტებით.
განიხილება მხოლოდ სრულად, თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტები
კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:
I ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ანოტაცია ორგანიზაციაზე და კონცეფცია სოციალური საწარმოს შესახებ (შესაბამისი ფორმა თან ახლავს განაცხადს).
II ეტაპზე გასულმა კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ დეტალური ფინანსური გათვლები. სააპლიკაციო ფორმას ექნება ბიზნეს გეგმის სახე.
შესაბამისი ფორმები მომდევნო ეტაპზე გასულ კონკურსანტებს მოგვიანებით მიეწოდებათ.
თითოეული პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ü ორგანიზაციის შესაძლებლობები წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად, და მისი შესაბამისობა ორგანიზაციის მისიასთან და მიზნებთან: 1 - 20 ქულა
ü იდეის ინოვაციურობა: 1 – 15 ქულა
ü პროექტის სოციალური გავლენა: 1 – 35 ქულა
ü პროექტის მდგრადობა: 1 – 35 ქულა
ü საკუთარი რესურსების მობილიზება: 1 – 5 ქულა
განაცხადების წარდგენის პროცედურა:
პროექტების
წარმოდგენა შესაძლებელია
ელექტრონული
ფორმით მისამართზე: apply@csrdg.ge
ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.
ცენტრში განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა
2012 წლის 12 ოქტომბერი, 16:00 სთ
დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!
პროექტი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად.
განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი პროექტები არ განიხილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა
და განვითარების ცენტრი
თბილისი, დელისის
1 შესახვევი 5ა
ტელ: (+995 32)
2399019/18
e-mail: apply@csrdg.ge
საკონტაქტო პირი: ნათია ქალდანი
|