საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთობლივი პარტნიორობით, "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება" პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, მიმდინარე საარჩევნო წელს ელექტორატის აქტიურობის ზრდას, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას/ორგანიზებას.
საგრანტო თემატიკა: საზოგადოების ინფორმირების კამპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე: http://www.electionreforms.ge