პროექტი ,,ცოდნითა და გამოცდილებით ახალი შესაძლებლობებისაკენ 2012"
იმართება ლიტვაში 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. ტრენინგი
დაფინანსებულია ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში
,,ახალგაზრდები მოქმედებაში". საერთაშორისო სემინარის ორგანიზატორია
,,ახალგაზრდა ჯარისკაცთა სკოლა" და „სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული ცენტრი". ლიტველ ახალგაზრდებთან ერთად პროექტში მონაწილეობას
მიიღებენ მოზარდები უკრაინიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან, თითოეული
ქვეყნიდან 12 მონაწილე.
პროექტი ითვალისწინებს დისკუსიებს, როლურ თამაშებს, პრეზენტაციებს, სპორტულ ღონისძიებებს, კულტურულ საღამოებსა და გარემოს დაცვით აქტივობებს. ახალგაზრდები, ასევე, ესტუმრებიან ფოლკლორისა და ეთნოგრაფიულ მუზეუმებს.
მონაწილეთა შერჩევას საქართველოდან ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი".
თუ ხარ 14-დან 19 წლამდე აქტიური ახალგაზრდა და ფლობ ინგლისურ ენას სალაპარაკო დონეზე, გამოგზავნე CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე igiorbelidze@cync.ge არაუგვიანეს 20 სექტემბრისა.
შენიშვნა: პროექტში მონაწილეობის ყველა ხარჯი დაფარულია პროგრამის მიერ, პროექტში მონაწილე იხდის მხოლოდ თბილისი-ვილნიუსი-თბილისი მგზავრობის 30%-ს.