14.9.12

მუზეუმების თემატიკასთან დაკავშირებულ მასტერ კლასები

“კულტურის ახალი სიცოცხლე: ხელოვნება ასაზრდოებს მემკვიდრეობას”

ყველა ხარჯი დაკავშირებული ტრანსპორტთან, საცხოვრებელთან, კვებასთან დაფარული იქნება ორგანიზატირების მიერ.

ვიწვევთ კრეატიულ ახალგაზრდებს სამხრეთ უკრაინიდან (ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა), საქართველოდან და სომხეთიდან მუზეუმების თემატიკასთან დაკავშირებულ მასტერ კლასებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა არა მარტო ამ სამი ქვეყნის კულტურის შესასწავლად, არამედ მონაწილეთა კრეატიული იდეების განსავითარებლად სამუზეუმო სფეროში.

7 ვორქშოფი ჩატარდება სამ ქვეყანაში 2012 წლის სექტემბერსა და 2013 წლის მაისში. მონაწილეთა ჯგუფები ყოველი მასტერ კლასის პერიოდში იქნება სხვადასხვა, თუმცა მულტიკულტურული. თითოეული მასტერ კლასი ჩატარდება 10 დღის განმავლობაში და მთავარი შედეგი იქნება საჯარო პრეზენტაცია იდეებისა და კრეატიული პროექტების შესახებ, რომლებიც განხორციელებული იქნება მონაწილეთა მიერ.

მონაწილეთა ასაკი: 18-35 წელი
მონაწილეები შეირჩევიან კომპეტენციის მიხედვით.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, წარმოადგინეთ კრეატიული ესსე თემაზე „მივედი მუზეუმში და...“ და შეავსეთ თქვენი პორტფოლიო (თქვენი კრეატიული სამუშაოს მაგალითები)
თარიღი: სექტემბერი 2012 – მარტი 2013.
შერჩეული მონაწილეები მიიღებენ მასტერ კლასების გრაფიკს

სააპლიკაციო ფორმა და მასალები მიიღება 2012 წლის 15 სექტემბრამდე

შეგვეხმიანეთ!!!