CENN - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი აცხადებს ვაკანსიებს რეგიონული კოორდინატორის (3 პოზიცია) თანამდებობაზე.
ვაკანსიის საიდენტიფიკაციო ნომერი: LC/CENN/GEO/120927
სამუშაო ადგილი: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ხანგრძლივობა: 01.11.2012-01.11.2013
მთლიანი განაკვეთი: 8 საათი დღეში
სამუშაო საათები: 9:00-18:00, კვირაში 5 დღე
სამუშაოს აღწერილობა:
CENN - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ეძებს რეგიონულ კოორდინატორებს (3 პოზიცია) "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ადგილობრივი კოორდინატორი იმუშავებს პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად, პროექტის მენეჯერის უშუალო ზედამხედველობით.
მოვალეობები და ძირითადი მოთხოვნები:
** სათემო მობილიზაცია: ადგილობრივი ლიდერების გამოვლენა, ადგილობრივი თემატური სამუშაო/საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა;
** ურთიერთობა თვითმმართველობასთან და სამხარეო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
** საინფორმაციო პაკეტების (ბროშურები, სატრენინგო მასალები და სხვ.) გავრცელება;
** საჯარო შეხვედრების, ტრენინგების და ვორკშოპების მოწყობა ადგილობრივ დონეზე;
** მონაწილეობა თემატური კვლევებისა და მონიტორინგის პროცესში;
** ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირება და ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე;
** მედიასთან თანამშრომლობა;
** პილოტური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
** მონაწილეობა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში, ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში, საჭიროებისამებრ;
** პროექტის ანგარიშების წარმოება წინასწარ მიწოდებული ნიმუშების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გარემოსდაცვითი საკითხების ადგილობრივი, ეროვნული და გლობალური კონტექსტის ცოდნა;
** გამოცდილება: სამოქალაქო სექტორში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი.
პროფესიული თვისებები:
** მართვისა და ორგანიზების კარგი უნარი;
** ინფორმაციის შეგროვების, ინტერპრეტირებისა და ანალიზის უნარი;
** მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი: ვერბალური, წერითი;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა (Word processing, Excel, Access, PowerPoint, e-mail);
** პიროვნული თვისებები: ინიციატივის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, დროის ეფექტიანად მართვის, გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და მოტივაციის წერილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე: vacancy@cenn.org 2012 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით სააპლიკაციო ფორმას.
შენიშვნა: ტელეფონით ნუ დაგვიკავშირდებით.