28.2.12
ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე მოლდოვეთისა და სერბეთის დელეგაცია CTC-ში
26.2.12
საერთაშორისო ღონისძიება სომხეთში
Deadline to apply: 2012-03-05
Activity organised by: European Commission
Type of organisation: NGO/Others
From 2012-03-26 to 2012-03-28 in Armenia
For participants from: Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova, Ukraine
The Eastern Partnership Youth Event is organized by the European Commission in cooperation with the Ministry of Sport and Youth Affairs of Republic of Armenia together with the SALTO Eastern Europe and Caucasus Resource Centre.
21.2.12
1 თვე ამერიკაში, საზაფხულო სკოლაში
თუ ხარ 16–დან 18 წლამდე ახალგაზრდა, არ გაუშვა შანსი გაატარო 1 თვე ამერიკაში, საზაფხულო სკოლაში!
გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს.
...
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 5 მარტი!
მეტი ინფორმაციისთვის და სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: www.scribd.com/doc/78519416/2012-Benjamin-Franklin-Summer-Institute-Announcement
ან http://goo.gl/LnXRL
ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის ტრანსატლანტიკურ სტიპენდიანტების საზაფხულო ინსტიტუტი საშუალებას აძლევს 16-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს გაემგზავრონ ა.შ.შ.–ში ოთხკვირიან გაცვლით პროგრამით.
პროგრამა ფოკუსირებას ახდენს გლობალურ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდობას ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს.
სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში, ვორქშოპებში, სათემო პროგრამებში, სასწავლო ტურებსა და კულტურულ ღონისძიებებში.
მონაწილეები ასევე ერთობლივად მოამზადებენ პროექტს, რომელიც წარმოადგენს და ხელს შეუწყობს ინსტიტუტის მიზნებსა და ამოცანებს.
20.2.12
გახდი ევროვიზიის კონკურსის მოხალისე
თქვენ გაქვთ საშუალება გახდეთ ევროვიზიის კონკურსის მოხალისე და მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება.
აზერბაიჯანის ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნული ასამბლეა აცხადებს ევროვიზიის კონკურსზე მოხალისეების მიღებას.
მსურველებმა უნდა გააგზავნონ განაცხადის ფორმა და პასპორტის ასლი შემდეგ მისამართზე hasan.seyidov@yahoo.com . განაცხადების გაგაზავნის ბოლო ვადა არის 2012 წლის 28 თებერვალი.
მონაწილეებისთვის დაფინასებულია ცხოვრება, კვება და ადგილობრივი ტრანსპორტის ხარჯები. მონაწილეებმა თავად უნდა დაფარონ ბაქოში გამგზავრების ხარჯები.
განაცხადის ფორმა და დაწვრილებით ინფრომაცია იხილეთ ამ ლინკზე:
CTC-ის ზემო სავნეთის პროექტის გუნდი სურვილის შემთხვევაში დაგეხმარებათ აპლიკაციის შევსებაში.
აპლიკაციის გაგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: ia.gurchiani@gmail.com და გვაცნობოთ, რომ გააგზავნეთ განაცხადი.
რამდენიმე კითხვა, რომელიც გაუჩნდა ევროვიზიის მოხალისეობის პროგრამასთან დაკავშირებით მკითხველს
გაგაცნობთ კითხვებს და პასუხებს:
- უნდა ვიმღერო ევროვიზიაზე? - არა
- უნდა გამოვიდე სცენაზე? - არა
- უნდა ვიცოდე ინგლისური? - კი
- რა უნდა გავაკეთო ევროვიზიაზე? - უნდა იყოთ მოხალისე
- რას ნიშნავს ვიყო ევროვიზიაზე მოხალისე? - დაეხმარებით ევროვიზიის ორგანიზატორებს სხვადასხვა საკითხებში.
- მომცემენ ხელფასს ევროვიზიაზე? - არა
- რა სარგებელი მექნება ? - ცხოვრებას, კვებას და ბაქოს შიგნით გადაადგილებას დაგიფინანსებენ.
- მე უნდა გადავიხადო რამე? - უნდა გადაიხადოთ მხოლოდ ბაქომდე ჩასვლის და ბაქოდან თბილისში ჩამოსვლის ხარჯები.
- რატომ უნდა წავიდე ევროვიზიაზე მოხალისედ? - უფასოდ დაესწრებით ევროვიზიის კონკურსს, ახლოს ნახავთ მომავალ ვარსკვლავებს, გაიცნობთ ახალგარზდებს სხვადსხვა ქვეყნიდან, გაატარებთ დაუვიწყარ დღეებს, გაერთობით და იმხიარულებთ, მიიღებთ საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწიელობის გამოცდილებას, დაათავლიერებთ ბაქოს...
17.2.12
ზემო სვანეთში სიკეთის საერთაშორისო დღე აღინიშნა
ამ დღის მიზანია მოსახლეობას შეახსენოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობა - სიკეთის კეთება და მოუწოდოს კეთილი საქმეების კეთებისკენ.
მესტიაში 3 საათზე მოეწყო აქცია საელწოდებით „სიკეთის ეპიდემია“. ახალგარდზა მოხალისეები ფერადი პლაკატებით ხელში, რომელზეც ეწერა სლოგანი: „შენ აკეთებ სიკეთეს, მე გავუკეთებ სხვას“ მესტიის სიტისის ოფისიდან მესტიის ცენტრის მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა. გზა და გზა ავრცელებდნენ მისალოც ბარათებს, მოსახლეობას ულოცავდნენ სიკეთის დღეს, არიგებდნენ აქციის სიმბოლოს „სიკეთის კანფეტებს“ და ყველას მოუწოდებენ სიკეთის კეთებისკენ.
„თავიდან მოსახლეობა ძალიან გაკვირვებული და დაბნეულიც იყო, თან აღფრთოვანებულიც და კმაყოფილიც. დადებითად იყვნენ განწყობილი, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევდა.“
ახალგაზრდებს ჰქონდათ სიკეთის ყუთი, რომელშიც ყველა მსურველი აგდებდა ფერად ფურცელზე დაწერილი კეთილ სურვილებს. ამ გზით მოსახლეობამ გაგვიზიარა დამოკიდებულება ზოგადად სიკეთისა და მისი არსის მიმართ.
„ჩვენ შევძელით მოსახლეობისთვის გაგვეხალისებინა დღე და დავაფიქრეთ, რომ სიკეთის კეთების მაგალითი ყველამ უნდა მივცეთ ერთმანეთს.“
აქციის შემდეგ ღონისძიება გაგრძელდა მესტიის CTC-ის ოფისში. მოეწყო მოსწავლეების აკაკი ნიგურიანისა და სალომე უმფრიანის ნახატების გამოფენა, ახალგაზრდა პოეტმა სოფიო ფალიანმა წაიკითხა საკუთარი ლექსები.
დღის ბოლოს ახალგაზრდებმა ნახეს სიკეთის კეთებასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლი, რომელიც ასახავდა თუ, როგორ ბუმერანგივით ვრცელდება სიკეთე და რომ სიკეთე ერთი მარტივი კეთილი ჟესტითაც გამოიხატება. ასევე ახალგაზრდებმა ნახეს, თუ როგორ აღნიშნავენ სხვა ქვეყანაში სიკეთის დღეს და როგორ აწყობენ სხვადსხვა სახის აქციებს. ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია - განხილვა სიკეთის კეთებაზე. ახალგაზრდემა აღნიშნეს, რომ დღეს დაფიქრდნენ, თუ რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლიათ მათ.
აქცია 2010 წლიდან უკრაინული ორგანიზაციის ,,სიკეთის ეპიდემიის” ორგანიზატორობით ხორციელდება. განვლილი 2 წლის მანძილზე მასში მონაწილეობა 500-მდე მონაწილემ მიიღო. პროექტი წელს პირველად განხორციელდა საქართველოში. მისი ინიციატორი იყო ქუთაისის სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი". სიკეთის ეპიდემიასთან დაკავშირებული ღონისძიებები მოეწყო საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
12.2.12
,, სიკეთის ეპიდემია“ ზემო სვანეთში
CTC-ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით“ ახალგაზრდული კომპონენტი გეგმავს შეუერთდეს საერთაშორისო ღონისძიებას სახელწოდებით ,, სიკეთის ეპიდემია“.
„სიკეთის ეპიდემია“ არის აქცია, რომელიც აღინიშნება სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღეს. აქციის მთავარი მიზანია ბიძგი მისცეს კეთილი საქმეების კეთებას. იგი ხორციელდება 2010 წლიდან, უკრაინული ორგანიზაციის „სიკეთის ეპიდემიის“ ორგანიზატორობით.
პროექტი პირველად ხორციელდება საქართელოში და ინიციატორი არის ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგი". ღონისძიების მთავარი სლოგანია " შენ აკეთებ სიკეთეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას" , ხოლო მიზანია მოსახლეობას შეახსენოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობა და მოუწოდოს სიკეთის კეთებისკენ.
მესტიაში 17 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება აქცია „სიკეთიის ეპიდემია“ მესტიის ცენტრში. ახალგაზრდები დაარიგებენ აქციის სიმბოლოს ტკბილეულს და მოუწოდებენ მოსახლეობას სიკეთის კეთებისკენ. ასევე მოსახლეობისგან შეაგროვებენ კეთილ სურვილებს. ახალგაზრდებს ექნებათ სიკეთის ყუთი, რომელშიც მოსახლეობას შეეძლება ჩააგდოს ფერად ფურცელზე დაწერილი სურვილი და ამ გზით მოსახლეობა გაგვიზიარებს დამოკიდებულებას ზოგადად სიკეთისა და მისი არსის მიმართ.
აქციის შემდეგ მესტიის CTC-ის ოფისში (თამარ მეფის N56) 16:30 საათზე ჩატარდება პოეზიის საღამო, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ საკუთარ დაწერილ ლექსებს. ასევე მოეწყობა ფილმის ჩვენება და შემდგომ განხილვა. დასწრება თავისუფალია.
ყველანი გავერთიანდეთ „სიკეთის ეპიდემიაში“. მიიღეთ მონაწილეობა აქციაში და აქციის შემდგომ ღონისძიებაში. გელოდებით.
6.2.12
განაცხადების მიღება დამთავრდა
ახალგაზრდული გრანტების კონკურსი
2.2.12
ბიულეტენის მე-2 ნომერი
გამოვიდა ელექტრონული ბიულეტენი, რომელსაც გამოსცემს და ავრცელებს CTC სვანეთის პროექტის ფარგლებში ყოველ ორ თვეში.
ელექტრონული ბიულეტენი #2, იანვარი 2012 (გადმოწერეთ ამ ბმულიდან).