27 თებერვალს გამოცდილების გაზიარების მიზნით CTC -ის
თბილისის ოფისს ესტუმრა ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე დელეგაცია მოლდოვეთიდან
და სერბეთიდან.
შეხვერდაზე მოხდა CTC-ის საქმიანობის გაცნობა. CTC-ის
აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა ირინა ხანთაძემ სტუმრებს გააცნო CTC-ის მუშაობა
და მიმდინარე ახალგარდული პროექტები. CTC-ის
ზემო სვანეთის პროექტის კოორდინატორმა ბატონმა პავლე თავლიაშვილმა პრეზენტაცია გააკეთა
და კონკრეტულად ისაუბრა CTC-ის პროექტზე ზემო სვანეთში. ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში ახალაგზრდების
უნარ–ჩვევების განვითარებაზე ტრენინგებისა და მცირე გრანტების გაცემის საშუალებით.
მოლდოვეთისა და სერბეთის დელლეგაციამ გამოთქვა სურვილი
CTC-ისთან ეთანამშრომლა გარკევულ აქტივობებში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზემო სვანეთის საჯარო სკოლის
სამოქალაქო განათლების პედაგოგები: ნინო ჯაფარიძე (მესტია), ლონდა ხორგუანი (მაზერი)
,ლიკა გერლიანი (ეცერი) და CTC- ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული და განათლების
კომპონენტის კოორდინატორი ია გურჩიანი.
აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა პროგრამა „საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების
მონაწილეობის ზრდის“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია გამოცდილების გაზიარება ახალგარზდულ
სექტორში და საქარველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის გაცნობა.
პროექტს ახორციელებს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს
ფინანსური ხელშეწყობით.