ამ დღის მიზანია მოსახლეობას შეახსენოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობა - სიკეთის კეთება და მოუწოდოს კეთილი საქმეების კეთებისკენ.
მესტიაში 3 საათზე მოეწყო აქცია საელწოდებით „სიკეთის ეპიდემია“. ახალგარდზა მოხალისეები ფერადი პლაკატებით ხელში, რომელზეც ეწერა სლოგანი: „შენ აკეთებ სიკეთეს, მე გავუკეთებ სხვას“ მესტიის სიტისის ოფისიდან მესტიის ცენტრის მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა. გზა და გზა ავრცელებდნენ მისალოც ბარათებს, მოსახლეობას ულოცავდნენ სიკეთის დღეს, არიგებდნენ აქციის სიმბოლოს „სიკეთის კანფეტებს“ და ყველას მოუწოდებენ სიკეთის კეთებისკენ.
„თავიდან მოსახლეობა ძალიან გაკვირვებული და დაბნეულიც იყო, თან აღფრთოვანებულიც და კმაყოფილიც. დადებითად იყვნენ განწყობილი, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევდა.“
ახალგაზრდებს ჰქონდათ სიკეთის ყუთი, რომელშიც ყველა მსურველი აგდებდა ფერად ფურცელზე დაწერილი კეთილ სურვილებს. ამ გზით მოსახლეობამ გაგვიზიარა დამოკიდებულება ზოგადად სიკეთისა და მისი არსის მიმართ.
„ჩვენ შევძელით მოსახლეობისთვის გაგვეხალისებინა დღე და დავაფიქრეთ, რომ სიკეთის კეთების მაგალითი ყველამ უნდა მივცეთ ერთმანეთს.“
აქციის შემდეგ ღონისძიება გაგრძელდა მესტიის CTC-ის ოფისში. მოეწყო მოსწავლეების აკაკი ნიგურიანისა და სალომე უმფრიანის ნახატების გამოფენა, ახალგაზრდა პოეტმა სოფიო ფალიანმა წაიკითხა საკუთარი ლექსები.
დღის ბოლოს ახალგაზრდებმა ნახეს სიკეთის კეთებასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლი, რომელიც ასახავდა თუ, როგორ ბუმერანგივით ვრცელდება სიკეთე და რომ სიკეთე ერთი მარტივი კეთილი ჟესტითაც გამოიხატება. ასევე ახალგაზრდებმა ნახეს, თუ როგორ აღნიშნავენ სხვა ქვეყანაში სიკეთის დღეს და როგორ აწყობენ სხვადსხვა სახის აქციებს. ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია - განხილვა სიკეთის კეთებაზე. ახალგაზრდემა აღნიშნეს, რომ დღეს დაფიქრდნენ, თუ რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლიათ მათ.
აქცია 2010 წლიდან უკრაინული ორგანიზაციის ,,სიკეთის ეპიდემიის” ორგანიზატორობით ხორციელდება. განვლილი 2 წლის მანძილზე მასში მონაწილეობა 500-მდე მონაწილემ მიიღო. პროექტი წელს პირველად განხორციელდა საქართველოში. მისი ინიციატორი იყო ქუთაისის სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი". სიკეთის ეპიდემიასთან დაკავშირებული ღონისძიებები მოეწყო საქართველოს სხვა ქალაქებშიც.