CTC-ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით“ ახალგაზრდული კომპონენტი გეგმავს შეუერთდეს საერთაშორისო ღონისძიებას სახელწოდებით ,, სიკეთის ეპიდემია“.
„სიკეთის ეპიდემია“ არის აქცია, რომელიც აღინიშნება სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღეს. აქციის მთავარი მიზანია ბიძგი მისცეს კეთილი საქმეების კეთებას. იგი ხორციელდება 2010 წლიდან, უკრაინული ორგანიზაციის „სიკეთის ეპიდემიის“ ორგანიზატორობით.
პროექტი პირველად ხორციელდება საქართელოში და ინიციატორი არის ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგი". ღონისძიების მთავარი სლოგანია " შენ აკეთებ სიკეთეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას" , ხოლო მიზანია მოსახლეობას შეახსენოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობა და მოუწოდოს სიკეთის კეთებისკენ.
მესტიაში 17 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება აქცია „სიკეთიის ეპიდემია“ მესტიის ცენტრში. ახალგაზრდები დაარიგებენ აქციის სიმბოლოს ტკბილეულს და მოუწოდებენ მოსახლეობას სიკეთის კეთებისკენ. ასევე მოსახლეობისგან შეაგროვებენ კეთილ სურვილებს. ახალგაზრდებს ექნებათ სიკეთის ყუთი, რომელშიც მოსახლეობას შეეძლება ჩააგდოს ფერად ფურცელზე დაწერილი სურვილი და ამ გზით მოსახლეობა გაგვიზიარებს დამოკიდებულებას ზოგადად სიკეთისა და მისი არსის მიმართ.
აქციის შემდეგ მესტიის CTC-ის ოფისში (თამარ მეფის N56) 16:30 საათზე ჩატარდება პოეზიის საღამო, სადაც ახალგაზრდები წაიკითხავენ საკუთარ დაწერილ ლექსებს. ასევე მოეწყობა ფილმის ჩვენება და შემდგომ განხილვა. დასწრება თავისუფალია.
ყველანი გავერთიანდეთ „სიკეთის ეპიდემიაში“. მიიღეთ მონაწილეობა აქციაში და აქციის შემდგომ ღონისძიებაში. გელოდებით.