23.8.13

საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა

CTC-ის ხელშეწყობით ზემო სვანეთიდან, ფარის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ფიროსმანაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სემინარში თემაზე  ,, Hand in hand, Formal and non-formal education“.

ნინო ფოროსმანაშვილი :  საერთაშორისო  სემინარი გაიმართა არაფორმალური განათლების შესახებ ბაკურიანში რომელსაც ესწრებოდა ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი (რუმინეთი, შვედეთი, ესპანეთი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა,ლატვია, ბელარუსია) სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შირის ვიყავით სამი ქართველი მონაწილე, მარიკა კაზარაშვილი, თამარ ცაგურია და მე, ნინო ფოროსმანაშვილი, სიქას რეკომენდაციით.
ამ სემინარის ძირითად არსი იყო გაგვეცვალა ინფორმაცია სხადასხვა ქვეყნის მასწავლებლებს, თუ როგორ შეიძლებოდა ფორმალური და არაფორმალური განათლების შერწყმა ისე რომ უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი გაკვეთილები მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლები შესაძლებლობაა წინსვლისა და განვითარების. თუმცა ის უზარმაზარი რესურსი, რომელიც ასეთ ადგილებში არსებობს, საჭიროებს სწორი მიმართულებით მართვას და ვიმედოვნებ, ამ გამოცდილებას მიზანმიმართულად გამოვიყენებ.
გვყვავდა ძალიან გამოცდილი ორი ტრენერი Ieva Grundšteine (Latvia) და გიორგი კაკულია (საქართველო) რომლებიც გვაცნობდნენ არაფორმალური სწავლების ხასიათსა და ღირებულებას და მის მჭიდრო კავშირს ფორმალურ სწავლებასთან.
ხუთი დღის განმავლობაში ცხრა ქვეყნის მონაწილეებს შორის იმართებოდა დისკუსიები, ჯგუფური აქტივობები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე. ვესტუმრეთ ადგილობრივ სკოლას და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება.
მოვაწყვეთ ინტერკულტურული საღამო და ტალანტ-შოუ სადაც ყველა ქვეყანამ წარმოადგინა ეროვნული სამზარეულო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავისი ქვეყნის შესახებ და ვუჩვენეთ ერთმანეთს საკუთარი ტალანტი და შესაძლებლობანი.
ამრიგად, ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს და შეერწყას ერთმანეთს ფორმალური და არაფორმალური განათლება. მაქსიმალურად შევეცდები, ეს ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ჩემს კოლეგებსა და მოსწავლეებს.


20.8.13

,,იდეა - კრეატივი’’ ახალგაზრდული იდეების კონკურსი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში

5 აგვისტოდან 30 აგვისტომდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში მიმდინარეობს ახალგაზრდული იდეების კონკურსი.

აღნიშნული პროგრამა ფონდის საგრანტო კონკურსებისგან რამდენიმე კომპონენტით გამოირჩევა:
  • პირველად ფონდის არსებობის მანძილზე კონკურსი ცხადდება მხოლოდ რეგიონული ორგანიზაციებისთვის. დედაქალაქში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს  კონკურსში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ რეგიონალურ ორგანიზაციებთან ერთად კოალიციური პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში შეეძლებათ. კონკურსის მთავარი იდეაა საქართველოს რეგიონების გააქტიურება და ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მათი თავისუფალი დროის სწორად განაწილება და სამუშაო გამოცდილების მიღება;
  • პირველი და მეორე საგრანტო კონკურსებისგან განსხვავებით ამჯერად მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს;
  • პირველ ეტაპზე მოხდება მხოლოდ იდეების მიღება. შემოსული წინადადებები განიხილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროში.  
  • ასევე, საგრანტო კონკურსებისგან განსხვავებით, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ საპროექტო აპლიკაციის გამარტივებული ფორმით, რომელიც შესაძლებელია ჩამოიტვირთოს ფონდის ვებ-გვერდიდან; აუცილებელია ყველა წარმოდგენილი პროექტი შევსებული იყოს ფონდის სააპლიკაციო ფორმაში;
  • ახალგაზრდული იდეების კონკურსში სავალდებულო არაა სარეკომენდაციო წერილების წარმოდგენა;
  • ერთი იდეის მაქსიმალური ბიუჯეტია 5 000 ლარი, უფრო მაღალბიუჯეტიანი პროექტი დაფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სამინისტროს სათათბიროს მიერ ან წარმოდგენილი იქნება კოალიციურად ორი ან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ;
  • წარმოდგენილი პროექტების განხორციელება უნდა დაიწყოს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან და დასრულდეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე;
  • სპეციალურად ახალგაზრდული იდეების კონკურსისთვის, ფონდის წარმომადგენლები 3 კვირის განმავლობაში მოაწყობენ შეხვედრებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. ეს იქნება უპრენცენდენტო რეგიონალური კამპანია. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა უშუალოდ შეხვდეს წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებზე. ინფორმაცია შეხვედრების განრიგების შესახებ ეტაპობრივად განთავსდება სამინისტროსა და ფონდის ვებ-გვერდებზე;
  • ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფსა თუ ფიზიკურ პირს ახალგაზრდული იდეების კონკურსზე შეუძლია მხოლოდ ერთი იდეის წარმოდგენა;
  • პროექტები მიიღება 5 აგვისტოდან 30 აგვისტოს (18:00 საათი) ჩათვლით.   პროექტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: bavshvtafondi@gmail.com

ინფორმაციის წყარო: http://www.fondi.gov.ge/#!untitled/c17c5

18.8.13

ტრენინგი ლიტვაში

ახალგაზრდებთან მომუშავე ლიდერებისთვის , ვინც სკოლისგარეთ ღონისძიებები შეიძლება დაგეგმოს და ჩაატაროს ახლაგაზრდებთან. არის საშუალება ლიტვაში რუსულენოვან ტრენინგში მონაწილეობის.
დაინტერესებულმა კლუბის ლიდერებმა მომწერეთ.

Тренинг «Спорт. Образование. Гендернаясоциализация»
SEGS - SPORT.EDUCATION.GENDERSOCIALISATION

Организаторы:негосударственная организация "Tauragės futbolas" в рамках программы ЕС «Молодежь в действии»
Даты:12-21 сентября 2013 (12 сентября – день заезда участников, 21 сентября – день отъезда участников)
Место проведения:Тренинговый центр «Daugirdiškės», Литва,www.daugirdiskes.lt
Рабочий язык: русский
Страны-участницы:Литва, Латвия, Беларусь, Грузия
Участники:
Мы приглашаем на тренинг:
1. Спортивных тренеров (преподавателей физкультуры, инструкторов по туризму, др.), активно работающих с группами молодежи
2. Молодежных работников, активных в сфере неформального образования
Возраст участников - от 18 лет.
Цель тренинга:
Повышение качества работы с молодыми людьми, используя спорт в качестве инструмента неформального образования, а также фокусируясь на вопросах гендерного равенства в работе с группами молодежи.
В ходе тренинга спортивные тренеры и молодежные работники из Литвы, Латвии, Беларуси и Грузии приобретут компетенции использования методов неформального образования в спорте, а также смогут выявлять и решать проблемы гендерного неравенства в работе с молодыми людьми в командных видах спорта.
Задачи тренинга:
• Познакомить участников с теориями и методами неформального образования молодежи и рассмотреть его практическое использование в спорте;
• Познакомить участников с концепцией «гендерного мейнстриминга» (gendermainstreaming) и ее практическим применением в работе с молодежными группами;
• Обменяться успешными практиками и различными методами работы с молодыми людьми для пополнения «копилки методов» спортивных тренеров и молодежных работников;
• Разработать новые методы использования различных спортивных мероприятий в качестве инструмента неформального образования молодежи, фокусируясь на вопросах гендерного неравенства;
• Представить возможности программы Европейского союза «Молодежь в действии» в качестве ресурса для реализации программ неформального образования через спорт на национальном и международном уровнях;
• Развить партнерство и сотрудничество между спортивными тренерами и молодежными работниками из Литвы, Латвии, Беларуси и Грузии для реализации совместных образовательных проектов через спорт в рамках программы «Молодежь в действии».

15.8.13

ზემო სვანეთის სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები დატრენინგდნენ

15 აგვისტოს CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე კლუბების მუშაობა და ღონისძიების დაგეგმვა. მოწვეული იყო ტრენერი თეა ლობჟანიძე.

ტრენინგს ესწრებოდნენ მაზერის, ეცერის, ლატალის, ფარის, ლენჯერის #2, მესტიის #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრი ახალგაზრდები და პედაგოგები. სულ 19 მონაწილე.

მონაწილეებმა გაიცნეს და ისაუბრეს თემებზე: სამოქალაქო კლუბის არსი და მნიშვნელობა, არაფორმალური განათლება, თანატოლთა განმანათლებლობა, კლუბის საქმიანობები, პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიებსა და სხვადსხვა აქტივობებში. 

ფოტოები

სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14 და15 აგვისტოს CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში მესტიის ოფისში ჩატარადა სამუშაო შეხვედრები თემებზე ”კულტურული მემკვიდრეობა - არამატერიალური ძეგლები” და ”კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტები”.

შეხვედრებს ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სვანეთის მუზეუმის,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 13 ადამიანი.

შეხვედრებს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი თამარ ამაშუკელი. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო რას მოიცავდა არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რას აღიარებს კულტურულ მემკვიდრეობად და რა პროცედურები არსებობს ამისთვის იუნესკოში. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა შეიძლება იქნას აღიარებული სვანეთში არამატერიალურ ან მატერიალურ კულტურულ ძეგლად და რა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა ამ საკითხზე. 

ფოტოები

ტრენინგი ახალგაზრდული და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის

გიზიარებთ ინფორმაციას ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ტრენინგ-პროგრამის შესახებ, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდული და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის. იხილეთ ქვემოთ ბმული.

http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=48&info_id=3437