20.8.13

,,იდეა - კრეატივი’’ ახალგაზრდული იდეების კონკურსი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში

5 აგვისტოდან 30 აგვისტომდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში მიმდინარეობს ახალგაზრდული იდეების კონკურსი.

აღნიშნული პროგრამა ფონდის საგრანტო კონკურსებისგან რამდენიმე კომპონენტით გამოირჩევა:
  • პირველად ფონდის არსებობის მანძილზე კონკურსი ცხადდება მხოლოდ რეგიონული ორგანიზაციებისთვის. დედაქალაქში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს  კონკურსში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ რეგიონალურ ორგანიზაციებთან ერთად კოალიციური პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში შეეძლებათ. კონკურსის მთავარი იდეაა საქართველოს რეგიონების გააქტიურება და ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მათი თავისუფალი დროის სწორად განაწილება და სამუშაო გამოცდილების მიღება;
  • პირველი და მეორე საგრანტო კონკურსებისგან განსხვავებით ამჯერად მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს;
  • პირველ ეტაპზე მოხდება მხოლოდ იდეების მიღება. შემოსული წინადადებები განიხილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროში.  
  • ასევე, საგრანტო კონკურსებისგან განსხვავებით, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ საპროექტო აპლიკაციის გამარტივებული ფორმით, რომელიც შესაძლებელია ჩამოიტვირთოს ფონდის ვებ-გვერდიდან; აუცილებელია ყველა წარმოდგენილი პროექტი შევსებული იყოს ფონდის სააპლიკაციო ფორმაში;
  • ახალგაზრდული იდეების კონკურსში სავალდებულო არაა სარეკომენდაციო წერილების წარმოდგენა;
  • ერთი იდეის მაქსიმალური ბიუჯეტია 5 000 ლარი, უფრო მაღალბიუჯეტიანი პროექტი დაფინანსდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სამინისტროს სათათბიროს მიერ ან წარმოდგენილი იქნება კოალიციურად ორი ან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ;
  • წარმოდგენილი პროექტების განხორციელება უნდა დაიწყოს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან და დასრულდეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე;
  • სპეციალურად ახალგაზრდული იდეების კონკურსისთვის, ფონდის წარმომადგენლები 3 კვირის განმავლობაში მოაწყობენ შეხვედრებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. ეს იქნება უპრენცენდენტო რეგიონალური კამპანია. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა უშუალოდ შეხვდეს წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებზე. ინფორმაცია შეხვედრების განრიგების შესახებ ეტაპობრივად განთავსდება სამინისტროსა და ფონდის ვებ-გვერდებზე;
  • ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფსა თუ ფიზიკურ პირს ახალგაზრდული იდეების კონკურსზე შეუძლია მხოლოდ ერთი იდეის წარმოდგენა;
  • პროექტები მიიღება 5 აგვისტოდან 30 აგვისტოს (18:00 საათი) ჩათვლით.   პროექტები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: bavshvtafondi@gmail.com

ინფორმაციის წყარო: http://www.fondi.gov.ge/#!untitled/c17c5