23.8.13

საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა

CTC-ის ხელშეწყობით ზემო სვანეთიდან, ფარის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ფიროსმანაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სემინარში თემაზე  ,, Hand in hand, Formal and non-formal education“.

ნინო ფოროსმანაშვილი :  საერთაშორისო  სემინარი გაიმართა არაფორმალური განათლების შესახებ ბაკურიანში რომელსაც ესწრებოდა ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი (რუმინეთი, შვედეთი, ესპანეთი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა,ლატვია, ბელარუსია) სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შირის ვიყავით სამი ქართველი მონაწილე, მარიკა კაზარაშვილი, თამარ ცაგურია და მე, ნინო ფოროსმანაშვილი, სიქას რეკომენდაციით.
ამ სემინარის ძირითად არსი იყო გაგვეცვალა ინფორმაცია სხადასხვა ქვეყნის მასწავლებლებს, თუ როგორ შეიძლებოდა ფორმალური და არაფორმალური განათლების შერწყმა ისე რომ უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი გაკვეთილები მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლები შესაძლებლობაა წინსვლისა და განვითარების. თუმცა ის უზარმაზარი რესურსი, რომელიც ასეთ ადგილებში არსებობს, საჭიროებს სწორი მიმართულებით მართვას და ვიმედოვნებ, ამ გამოცდილებას მიზანმიმართულად გამოვიყენებ.
გვყვავდა ძალიან გამოცდილი ორი ტრენერი Ieva Grundšteine (Latvia) და გიორგი კაკულია (საქართველო) რომლებიც გვაცნობდნენ არაფორმალური სწავლების ხასიათსა და ღირებულებას და მის მჭიდრო კავშირს ფორმალურ სწავლებასთან.
ხუთი დღის განმავლობაში ცხრა ქვეყნის მონაწილეებს შორის იმართებოდა დისკუსიები, ჯგუფური აქტივობები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე. ვესტუმრეთ ადგილობრივ სკოლას და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება.
მოვაწყვეთ ინტერკულტურული საღამო და ტალანტ-შოუ სადაც ყველა ქვეყანამ წარმოადგინა ეროვნული სამზარეულო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავისი ქვეყნის შესახებ და ვუჩვენეთ ერთმანეთს საკუთარი ტალანტი და შესაძლებლობანი.
ამრიგად, ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს და შეერწყას ერთმანეთს ფორმალური და არაფორმალური განათლება. მაქსიმალურად შევეცდები, ეს ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ჩემს კოლეგებსა და მოსწავლეებს.