15.8.13

სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14 და15 აგვისტოს CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში მესტიის ოფისში ჩატარადა სამუშაო შეხვედრები თემებზე ”კულტურული მემკვიდრეობა - არამატერიალური ძეგლები” და ”კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტები”.

შეხვედრებს ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სვანეთის მუზეუმის,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 13 ადამიანი.

შეხვედრებს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი თამარ ამაშუკელი. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო რას მოიცავდა არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რას აღიარებს კულტურულ მემკვიდრეობად და რა პროცედურები არსებობს ამისთვის იუნესკოში. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა შეიძლება იქნას აღიარებული სვანეთში არამატერიალურ ან მატერიალურ კულტურულ ძეგლად და რა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა ამ საკითხზე. 

ფოტოები