28.12.11

გამოცხადდა ფოტოკონკურსი ,,მხიარული ზამთარი სვანეთში”

CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის გუნდი გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას და საინტერესო თავგადასავლებს.

გთავაზობთ ფოტოკონკურსს ,,მხიარული ზამთარი სვანეთში”, რომლის მიზანიც არის გამოავლინოს საუკეთესო ფოტოები, სადაც კარგად გამოჩნდება ემოცია, მოქმედება, მხიარულება, სიცოცხლე და ეს ყველაფერი ზამთრის სვანეთში.

ფოტოკონკურსი: ”მხიარული ზამთარი სვანეთში”

ორგანიზატორი: CTC - ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით” ახალგაზრდული კომპონენტი.

მიიღე მონაწილეობა ფოტოკონკურსში ,,მხიარული ზამთარი სვანეთში”. ატვირთე შენს მიერ გადაღებული ფოტო ზემო სვანეთში ან გამოავლინე ხალხის რჩეული ფოტო Like-ების საშუალებით.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე: http://www.facebook.com/events/139602606151397/

25.12.11

საკონსულტაციო შეხვერდები საპროექტო განაცხადების შევსებასთან დაკავშირებით


შეხვედრა CTC-ის თბილისის ოფისში

19, 20 და 22 დეკემბერს ახალგაზრდებს ზემო სვანეთიდან გაეწიათ კონსულტაცია საპროექტო განაცხადების შევსებასთან დაკავშირებით.

შეხვედრები ჩაატარა ზემო სვანეთის პროექტის ახალაგზარდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორმა ია გურჩიანმა ზემო სვანეთში. მასში მონაწლეობას იღებდნენ მესტიის #1 და #2 საჯარო სკოლის, პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდის”, ბეჩოს, მაზერისა და ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექტორები. ასევე შეხვედრა ჩატარდა CTC - ის თბილისის ოფისში თბილისში მცხოვრებ სვან ახალგაზრდებთან.

შეხვედრები მიზანი იყო - CTC ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით ფარგლებში გამოცხადებული მიკრო-გრანტების კონკურსის შესახებ იფორმაციისდა საპროექტო განაცხადის ფორმის შევსების წესის გაცნობა.

მონაწილეებმა განიხილეს კონკურსის პირობები და საპროექტო განაცხადის ფორმა. მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები თემში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, რაზეც შეიძლება დაწერილიყო პროექტი. ყურადღება გამახვილდა რა შემთხვევაში დაფინანსდება, ან არ დაფინასდება პროექტი. დაინტერესდნენ პროექტის განხორციელების ვადებით. მონაწილეების დაინტერესება და ჩართულობა იყო მაღალი. მათ გამოთქვეს სურვილი აქტიურად ჩართულიყვნენ პროექტში და შეთანხმდნენ საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე.


შეხვედრა ეცერის საჯარო სკოლაში

შეხვედრა CTC-ის მესტიის რესურს ცენტრში

შეხვედრა ბეჩოს საჯარო სკოლაში


შეხვედრა მაზერის საჯარო სკოლაში

შეხვედრა მესტიის #1 საჯარო სკოლაში